ტრანს რუკა

პროექტის შესახებ

ფართოდ გავრცელებული ტრანსფობია და დისკრიმინაცია ქმნის ტრანსი* ადამიანებისთვის მიწოდებული სერვისების მიმართ პათოლოგიზირებულ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია მოძველებულ კრიტერიუმებზე და არ იძლევა საშუალებას შეიქმნას ტრანს* კომპეტენტური სამედიცინო პროტოკოლები , რაც ხელს უშლის ტრანს* ადამიანებს ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით. ინსტიტუციონალიზებული ტრანსფობია გავლენას ახდენს ასევე იმაზე, რომ რეგიონის (აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია) ქვეყნებიდან მხოლოდ მცირედს აქვს ადეკვატური კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ტრანს * ადამიანების ტრანზიციის პროცესს.

ტრანსი* ადამიანების სუსტი წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა, ვინაიდან პოლიტიკის განხილვა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ტრანს* ადამიანებთან კონსულტაციისა და მათი საჭიროებებისა თუ მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რეგიონში ბოლო წლებში ბევრი პოზიტიური ცვლილებება განხორციელდა. მართალია ნელი ტემპით, თუმცა მუშავდება სტრატეგიული ინფორმაცია ტრანს* ადამიანების შესახებ. მაგალითისთვის, გამოქვეყნდება ECOM– ის მიერ შექმნილი აღმისავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 12 ქვეყნის ტრანს* თემის და კონტექსტების ყველაზე დიდი სამაგიდო კვლევა.


არსებობს ტრანს* ინიციატივები და ორგანიზაციები, ტრანს* თემის წარმომადგენლები მონაწილეობენ აივ – ის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები მაკოორდინირებელი ორგანოების საქმიანობაში, არსებობს რამდენიმე საბაზისო მონაცემები ტრანს* ადამიანებში აივ – ის გავრცელების შესახებ, ხოლო ტრანს* ადამიანები და მოკავშირეები ეწინააღმდეგებიან დრაკონულ საკანონმდებლო ცვლილებებს რეგიონის ქვეყნებში და ხელს უწყობენ დემოკრატიული პოლიტიკური ცვლილებების მიღებას. არსებული გამოწვევებისა და ბარიერების გადასაჭრელად, ასევე ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულების განხორციელების მიზნით, ECOM– მა პარტნიორებთან ერთად შექმნა პროექტი ტრანს* რუქა, რომელსაც მხარს უჭერს ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდი. კონცეფციის, სტრატეგიისა და პროექტის ცვლილების თეორიის შექმნისას ECOM–ი ნაციონალურ პარტნიორებთან ერთად დაეყრდნო კვლევით მონაცემებს, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.