ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

ანდრო დადიანი, პირველი ქართველი ქვიარ პოეტი

ანდრო დადიანი, პირველი ქართველი ქვიარ პოეტი

ანდრო დადიანი, პირველი ქართველი ქვიარ პოეტი

ანდრო დადიანის ლექსებს პირველად არტ-პორტალ Demo.ge-ზე გადავაწყდი და მას შემდეგ ჩემი საყვარელი ავტორების სიაში დაიდო ბინა, ამის მიზეზი დამაინტრიგებელი თემების გარდა საინტერესო და დინამიკური თხრობის სტილია, მისი ტექსტები ექსცენტრიული, ეროტიკული კადრების მეშვეობით გასაოცარ პასაჟებს ქმნის. ამერიკული და ქართული პოეზიის გავლით ქმნის ახალ მისეულ ესთეტიკას, სადაც ღიად საუბრობს უკიდურესად პირად საკითხებზე. აქამდე ქართული პოეზიისათვის უცხო გულწრფელობითა და ფორმებით.

ვაკვირდები თანამედროვე ქართული პოეზიას, სადაც მხოლოდ რამდენიმე უსუსური გამოვლინება შევამჩნიე ქვიარ ტექსტის დაწერის. გარდა გაუბედავობისა ავტორებს სხვა პრობლემაც უდგათ წინ: მათ არ აქვთ ნიმუში მსგავსი ტექსტის წერისა,  ბევრჯერ შევხვედრილვარ გეი პოეტის დაწერილ ლექსს, რომლის ინსპირაცია აშკარად  მამაკაცია მაგრამ ლიტერატურ ფორმაში რატომღაც  ქალად გარდაიქმნება ხოლმე სახე და ამ გაორების გამო მიმზიდველობას კარგავს მკითხველში ტექსტი. ქართულ პოეზიაში ლგბტ ტექსტი დღემდე  არ დაარქივებულა, რომ მაგალითი ჰქონდეთ  პოეტებს ქვიარ პოეტიკისა, ანდრო დადიანი კი გამონაკლისია, მან მიაგნო ენას, რომელიც დაცლილია ბანალურობისგან. მისმა ტექსტებმა ჰომოფობიასთან ბრძოლის ჯანსაღი მიმართულება შემოიტანა: იგი ჰომოფობიაზე კი არ ლაპარაკობს, არამედ პირიქით, გარეთ ტოვებს ამ მონსტრს და ყველანაირი ენის მოჩლექვის გარეშე ესაუბრება მკითხველს, რომ ლტოლვა მამაკაცის მიმართ სრულიად ბუნებრივია მდგომარეობაა მისთვის, რომ მისი სამყარო პოეტურ ფორმაში მოქცევით შეიძლება ხარისხიან ლიტერატურად იქცეს.

და ბოლოს, რომ როდესაც ცხოვრებისეულ პრებლემებს პირისპირ შეეჩეხებით, ან როცა უბრალოდ, თქვენი იდენტური ტკივილების დანახვა მოგინდებათ, წაიკითხეთ ანდრო დადიანის ტექსტები, ისინი ძალიან ახლოს არიან თქვენთან.

ანდრო დადიანის ტექსტების წასაკითხად გადადით მოცემულ ბმულებზე:

https://www.facebook.com/201591056971475/photos/a.206493163147931.1073741828.201591056971475/206491959814718/?type=3&theater

https://www.facebook.com/notes/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-andro-dadiani/the-sound-of-silence/203658583431389/

http://demo.ge/index.php?do=full&id=1336

http://demo.ge/index.php?do=full&id=1358

http://demo.ge/index.php?do=full&id=1362

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

admin

Leave a Reply

Close
?>