ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

გეების დაკავება და მკვლელობა ჩეჩნეთის გარდა სხვა ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებშიც ხდება

გეების დაკავება და მკვლელობა ჩეჩნეთის გარდა სხვა ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებშიც ხდება

გეების დაკავება და მკვლელობა ჩეჩნეთის გარდა სხვა ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებშიც ხდება

გეების მასობრივი დაკავების და მკვლელობების შესახებ „ნოვაია გაზეტამ“ სტატია პირველ აპრილს გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, დააკავეს 100-ზე მეტი გეი კაცი და 3 მოკლეს.

 

ჩვენი წყაროების ინფორმაციით, დაკავებები და მკვლელობები ჩეჩნეთის მეზობელ ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებშიც ხდება. წყარო იუწყება, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში, ჩერქეზეთში 50-მდე გეი მამაკაცი დააკავეს. უკვალოდ გაქრა რამდენიმე ადამიანი. წყარო ვარაუდობს, რომ ისინი მოკლულები არიან.

 

„გეების უმეტესობა ჩერქეზეთიდან მოსკოვში გადადის. ადგილზე დარჩენილები აუქმებენ სოციალურ ქსელებში თავიანთ პროფილებს და ვერ ბედავენ ისაუბრონ დაკავებების და მკვლელობების შესახებ“- ამბობს წყარო, რომელიც ადგილობრივებს ეკონტაქტება.

 

წყაროები ამბობენ, რომ სხვადასხვა უმცირესობების ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანების მკვლელობები და დაკავებები პერიოდულად ხდება. გეების მიმართ ჩადენილი დანაშაულებები კი ამ ტალღის გაგრძელებაა.

 

„ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა ჩეჩნეთში გამოჩნდა, რადგან იქ მოსახლეოობის აფსოლიტური უმრავლესობა მისდევს ტრადიციებს, რაც ლგბტ ადამიანთა მოკვლას მოიაზრებს. სხვა რესპუბლიკებში კი უფრო მეტი (რელიგიური) უმცირესობები ცხოვრობენ და ჩეჩნეთთან შედარებით დაბალია უმცირესობების დევნა” - ამბობს მოსკოვში მცხოვრები ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

წყაროს ინფორმაციით ჩერქეზები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ მისი მეგობარი გეების ვიდეოებს და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ამოცნობის შემთხვევაში ისინი მოკლან.

 

დაკავებების და მკვლელობების შესახებ ინფორმაცია „ნოვაია გაზეტას“ ლგბტ აქტივისტებმა და ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.

 

admin

Leave a Reply

Close
?>