ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

დღეს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა

დღეს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა

დღეს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა

ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე (TDOV) ყოველი წლის 31 მარტს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის იდეა ეკუთვნის მიჩიგანელ აქტივისტს - რეიჩელ კრენდელია.

ამ დღეს შეგიძლია გამოხატო შენი მხარდაჭერა ტრანსგენდერთა თემის მიმართ. აღნიშვნის მიზანია ყურადღება გამახვილდეს ტრანსგენდერ ადამიანთა მიღწევებზე მთელს მსოფლიოში, ასევე ამაღლდეს ცნობიერება სისსექსიზმისა და ტრანსფობიის შესახებ. ტრანსგენდერთა ხსოვნის დღისგან განსხვავებით (20 ნოემბერი), რომელიც გლოვის დღეა, TDOV არის სიძლიერის და მიმღებლობის გაზრდის მოთხოვნის დღე.

სად აღნიშნავენ TDOV-ს?

ყველგან! ნემისმიერ ადგილზე შეგიძლია დაგეგმო აქტივობები და გაზარდო ცნობიერება ტრანსგენდერთა თემის შესახებ. ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ ჰაშთაგი #tdov ან #transresistance სოციალურ მედიაში.

წელს რა საკითხზე გამახვილდება ყურადღება?
წელს ყურადღება გამახვილდება ტრანსგენდერ ადამიანთა გაძლიერებაზე (#transResistance). ტრანსფობიური გარემოს გამო უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობები და მოვახდინოთ ტრანსგენდერ ადამიანთა მობილიზება ჩაგვრის წინააღმდეგ, რათა გავაგებინოთ სხვაბს, რომ საფრთხე ექმნება მათ დაცულობას და კეთილდღეობას.

admin

Leave a Reply

Close
?>