ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

"თემიდამ" Georgia Today-ს წინააღმდეგ, დისკრიმინაციის წახალისების გამო ქარტიას რეაგირებისთვის მიმართა

“თემიდამ” Georgia Today-ს წინააღმდეგ, დისკრიმინაციის წახალისების გამო ქარტიას რეაგირებისთვის მიმართა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო "ლგბტქი ასოციაცია - თემიდას" განცხადება ინგლისურენოვანი გაზეთის Georgia Today-ს მიერ გამოქვეყნებული op-ed-ის ავტორის, ნუგზარ რუხაძის წინააღმდეგ. მისი მოსაზრება  სათაურით Feminism, Gayism, Drugism & All That Jazz  31 იანვარს გამოქვეყნდა.

"თემიდა" მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი (დისკრიმინაცია).

გამოქვეყნებულ ტექსტში მოხმობილი ტერმინები ("gayism, Drugism) და ტექსტის სულისკვეთება ახალისებს დისკრიმინაციის საფრთხეს გეი, ბისექსუალი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. Georgia Today-ს მიერ დაბეჭდილ და გამოქვეყნებულ მასალაში ავტორი ჰომოსექსუალი ადამიანების და ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ არა მეცნიერულ, ჰომოფობიურ მსჯელობას გვთავაზობს. მასალაში ლგბტქი ადამიანების, მათი შვილების და სხვა ოჯახის წევრების უფლებების უგულვებელყოფის არერთი პასაჟია.

"თემიდა" მიმართავს ჟურნალისტთა კოლეგიალურ ორგანოს არა მხოლოდ ჰომოფობიასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელოს, არამედ ქარტიამ  უნდა  შეაფასოს ის სექსისტური,  ქალთა სიძულვილით გაჟღენთილი (მიზიოგენური) და ნარკო დამოკიდებული პირების წინააღმდეგ   განცხადებები, რომლებიც ასევე გვხვდება სტატიაში. მაშინ როდესაც უამარავი ქალი გასწევს დაუფასებელ შრომას შინა მეურნეობაში თუ გარეთ, საბავშვო ბაღებისა და ძიძის ინსტიტუციაზე თავდასხმა და კონკრეტულ გენდერზე რაიმე პასუხისმგებლობების აკიდების მცდელობას  ასოციაცია უარყოფითად აფასებს.

მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს მსგავსად, ზრუნვისა და ზიანის შემცირების პარადიგმაში უყურებდეს  ნარკოტიკების მომხმარებელ მოქალაქეებს. სტატიის ავტორი კი ამ ჯგუფის მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის წახალისებას უწყობს ხელს.

"თემიდა" ასევე მიმართავს გამოცემას Georgia Today-ს გაემიჯნოს ჟურნალისტის აღნიშნულ სტატიას და მიყენებული ზიანის შესამცირებლად დაუთმოს სივრცე თემის მკვლევარებსა და თემს მათ საჭიროებებზე სასაუბროდ.

თემიდა

admin

Leave a Reply

Close
?>