ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

17 მაისს აქცენტი ოჯახებზე გაკეთდება

17 მაისს აქცენტი ოჯახებზე გაკეთდება

17 მაისს აქცენტი ოჯახებზე გაკეთდება

2

მსოფლიოს სხვადასხვა იურისტებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ 2017 წლის 17 მაისს 24 ქვეყანაზე მეტში (დაახლოებით 74 ქალაქში) აქცენტი ოჯახებზე გაკეთდება  - ნათქვამია International Day Against Homophobia, Transphobia and Biphobia - the Global page- განცხადებაში.

 

ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშრისო დღე (IDAHOT)

ოჯახთა თანასწორობის საერთაშორისო დღე (IFED)
2017

სიყვარული ქმნის ოჯახს

 

ოჯახი არის ჩვენი ცხოვრების მთავარი ცენტრი. მნიშვნელობა არ აქვს იგი ჩვენ შევქმენით თუ გავიზარდეთ სხვების მიერ შექმნილში, ბიოლოგიურია თუ არა, ჩვენ ყველა ოჯახის ნაწილი ვართ. იგი გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე.

2017 წლის 17 მაისს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ოჯახები მოექცევა. კერძოდ, ორი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოიყოფა:

  • ოჯახების როლი ლგბტქი ადამიანთა ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაში;
  • ლგბტქი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი აღიარება, ლგბტქი ოჯახთა უფლებების პატივისცემა.

 

ოჯახები, რომელთა წევრები ლგბტქი ადამიანები არიან

სიტუაცია

ნებისმიერი ადამიანისთვის ოჯახი პირველად სოციალურ ჯგუფს წარმოადგენს, მათ შორის ლგბტქი ადამიანთათვის. ის არის ადგილი, სადაც ღირებულებები ყალიბდება და გადაეცემა. იგი დაცული სივრცეა, რომელიც უსაფრთხოების განცდას, თვითპატივისცემას და ნდობას აყალიბებს.

შესაბამისად, ოჯახს აქვს დიდი ძალა.. და დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მისი წევრების მორალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაში.

ოჯახი უნდა წარმოადგენდეს უსაფრთხო სივრცეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი წევრები საზოგადოებაში უარყოფის, სტიგმის და ბულინგის მსხვერპლნი ხდებიან. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახი მისი სტიგმატიზირებული წევრისთვის დაცულ სივრცედ  მხოლოდ მაშინ გვევლინება, როდესაც მისი სხვა დანარჩენი წევრების სტიგმატიზაციის მიზეზიც იგივეა. მაგ: რასა, ეთნიკური იდენტობა და ეკონომიკური მდგომარეობა.

სამწუხაროდ, როდესაც ოჯახის ერთი წევრის სექსუალური ორიენტაცია და/ან გენდერული იდენტობა განსხვავდება სხვა დანარჩენი წევრებისგან და/ან მათი აღქმული “სოციალური ნორმებისგან”, ოჯახი კონფლიქტშია მისი განსხვავებული წევრის მიმართ მიმღებლობასა და ნორმასთან თანხმობას შორის.

როდესაც ბალანსი აღქმული “სოციალური ნორმების” სასარგებლოდ ირღვევა, ოჯახი შეიძლება თავად გახდეს მისი ლგბტქი წევრის მიმართ პირველი მოძალადე. განსაკუთრებით კი ბავშვები ზარალდებიან ამ ძალადობის გამო. ძალიან ხშირად, მშობლები საკუთარი შვილების პირველი მჩაგვრელები ხდებიან, რითად ჩაგრული ბავშვების და-ძმებს ძალადობისკენ წაახალისებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები ახალგაზრდა ლგბტქი ადამიანებს სახლიდან აგდებენ. ისინი  უსახლკაროები ხდებიან და  უამრავ პრობლემას აწყდებიან ქუჩაში.

მაგალითად, ლგბტქი ადამიანთა მშობლების და მეგობრების ასოციაცია - P-Flag მიუთითებს, რომ კანადაში ლგბტქი ახალგაზრდების 26%-ს მშობლები ეუბნებიან, რომ სახლიდან წავიდნენ.

ოჯახები, განსაკუთრებით ისინი, ვინც რადიკალური რელიგიური შეხედულებების გავლენის ქვეშ არიან, აიძულებენ მათ ლგბტქი  წევრებს, რომ გაიარონ „კონვერსიული თერაპია“, რაც ადამიანის უფლებათა დარღვევაა (რადგან იგი იძულებითია) და წარმადგენს პიროვნების დეგრადირების მავნე პრაქტიკას. იგი ადამიანის ფსიქიკურ (რადგან დაფუძნებულია ზიზღის და დამცირების პრაქტიკაზე) და ფიზიკურ (რადგან გამოიყენება საკვების და ძილის შეზღუდვის პრაქტიკა და ელექტროშოკი) ჯანმრთელობას უქმნის სერიოზულ პრობლემებს.

რა თქმა უნდა, ბავშვები ოჯახში ძალადობის სამიზნეები უფრო ხშირად ხდებიან, თუმცა უფროსი ასაკის ის წევრებიც განიცდიან ჩაგვრას, რომლებიც ქამინგ აუთს აკეთებენ. ჩაგვრის დიაპაზონი ფართოა და იგი შეიძლება ოჯახური შეკრებებიდან გამორიცხვით ან სახლიდან გაძევებითაც კი გამოიხატოს.

ხანდაზმული ლგბტქი ადამიანები დაუცველნი რჩებიან ოჯახის სხვა წევრების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, მიტოვების, იზოლაციის და შეურაცხყოფის გამო.

პროგრესული სოციალური ღირებულებების მქონე ოჯახებს, რომლებიც არ გამოხატავენ ნეგატიურ წინასწარგანწყობებს, ხშირად არ გააჩნიათ საჭირო ინსტრუმენტები, რომ ისაუბრონ გენდერულ და სექსუალურ მრავალფეროვნებაზე. დუმილი კი ხელს არ უწყობს სტიგმის და დისკრიმინაციის დაძლევას საზოგადოებაში.

საჭიროებები

ოჯახები, რომელთა წევრები ლგბტქი თემს მიეკუთვნება, საჭიროებს მხარდაჭერას, განათლებას და სხვადასხვა რესურსებს ხელისუფლებისგან, ლგბტქი ირგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერებისაგან.

ოჯახებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ სწორი და ობიექტური ინფორმაცია, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სხვა სათანადო რესურსები, რათა პატივი სცენ მის ყველა წევრს.

ქმედებები

17 მაისისთვის კამპანიები შეიძლება მოიცავდეს:

ლგბტქი სათემო და მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა:

  • განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ლგბტქი ადამიანთა მშობლებზე, მეგობრებსა და სხვა მხარდამჭერებზე;
  • შეისწავლონ ლგბტქი ოჯახების და იმ ოჯახების საჭიროებები, რომელთა წევრებიც ლგბტქი ადამიანები არიან;
  • მიაწოდონ საჭირო რესურსები ლგბტქი ადამიანთა მშობლებს, მეგობრებს და სხვა მხარდამჭერებს.

ლგბტქი ადამიანთა მშობლებმა, მეგობრებმა და სხვა მხარდამჭერებმა:

  • შეუერთდნენ არსებულ ორგანიზაციებს;
  • შექმნან მშობლების, მეგობრების და მხარდამჭერების ორგანიზაციები.

საგანმანათლებლო დაწესებულებებმა:

  • შექმნან სპეციალური საგანმანათლებლო ბროშურები მშობლებისთვის ან არსებულ რესურსებში შეიტანოს გენდერის და სექსუალობის საკითხები;
  • ადეკვატური მხარდაჭერა გაუწიონ იმ ოჯახებს, რომელთა წევრები ლგბტქი ადამიანები არიან.

ხელისუფლებამ:

  • განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები და რეაგირება მოახდინოს ლგბტქი ადამიანთა ოჯახების, მეგობრების და მხარდამჭერების საჭიროებებზე.

 

ლგბტქი ოჯახები

სიტუაცია

ბევრ ქვეყანაში ლგბტქი ადამიანთა ოჯახები საკანონმდებლო დონეზე სრულიად იგნორირებულია (მათ შორის, საქართველოშიც).

ეს პრობლემა სხვადასხვა სამართლებრივი რისკის ქვეშ აყენებს ლგბტქი ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ შვილებს. მაგალითად, თუ ბავშვის იურიდიული მშობელი გარდაიცვლება, კანონმა შესაძლოა არ აღიაროს მეორე (სოციალური) მშობელი და მათი თანაცხოვრება განშორებით დასრულდეს.

სახელმწიფოს მხრიდან უარყოფილია სამართლებრივი კავშირი ლგბტქი მშობლებსა და ბავშვებს შორის, რაც რისკის ქვეშ აყენებს მათ. მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა მზრუნველობა გაუწიონ ბავშვებს და აწყდებიან საყოფაცხოვრებო პრობლემებს. მაგალითად, მშობლებს არ შეუძლიათ დაესწრონ სკოლაში გამართულ მშობელთა კრებებს ან კრიტიკულ მომენტში მიიღონ გადაწყვეტილება სამედიცინო მანიპულაციების განხორციელებაზე.

სამართლებრივი კავშირის არაღიარება გაუმართლებელ ფინანსურ პრობლემებს ქმნის ლგბტქი ოჯახებისთვის და ბავშვებს ეკონომიკური რისკის ქვეშ აყენებს თუ მშობლები ერთმანეთს დაშორდებიან ან რომელიმე მშობელი გარდაიცვლება ან გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ერთნაირი სქესის მქონე წყვილთა ურთიერთობის ფორმალური აღიარება წყვილებს ინსტრუმენტებს და დაცვის შესაძლებლობას აძლევს, რაც მათ სჭირდებათ თანაცხოვრებისთვის. მაგალითად, ურთიერთობის აღიარება იმ წყვილებისთვის, რომელთაც ჰყავთ ბავშვები, ორივე მშობელს ანიჭებს თანაბარ უფლებებს და უზრუნველყოფს ოჯახის ეკონომიკურ დაცულობას. ურთიერთობის არაღიარება კი ბავშვებს სტაბილურობას და მხარდაჭერას ართმევს და საბოლოოდ ოჯახებს დაუცველს ტოვებს, რაც ხელს უშლის მათ კეთილდღეობას.

აღიარება არის ერთ-ერთი ძირითადი გზა ლგბტქი მშობლებისთვის შექმნან ოჯახები,

ჩაერთონ სახელმწიფოს ან კერძო სააგენტოების მიერ შემოთავაზებული მინდოითი აღზრდის სისტემაში ან/და მეორე პარტნიორსაც მიენიჭოს თანაბარი უფლებები, რათა გახდეს მეუღლის შვილის მშობელი. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ლგბტქი ადამიანებსა და წყვილებს ჯერ კიდევ მრავალი პრობლემის დაძლევა უწევთ, რაც ართულებს და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის რომ შექმნან ოჯახები და იცხოვრონ ღირსეულად.

კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეების საგანგაშოდ მაღალი ნაწილი, რომელთა მშობლებიც ლგბტქი ადამიანები არიან, განიცდიან ბულინგს, ძალადობას და დისკრიმინაციას სკოლაში მათი მშობლების სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის გამო. შედეგად კი მოკლებულნი არიან თანაბარ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. კვლევები აჩვენებს, რომ ბულინგი და შევიწროება უარყოფითად აისახება მოსწავლეების მიღწევებზე. მცირდება სკოლისადმი ინტერესი, იზრდება გაცდენების რაოდენობა და მცირდება სწავლისადმი კონცენტრირების დონე. განათლების ექსპერტთა აზრით პოზიტიური სასკოლო კლიმატი და კულტურა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებას.

ლგბტქი ოჯახების არაღიარება ნიშნავს მათი საყოფაცხოვრებო საჭიროებების უგულვებელყოფას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება საოჯახო დაზღვევის გაცემა და ოჯახის ყველა წევრს ხელი არ მიუწვდება სადაზღვევო სერვისებზე. საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებების გამო, ლგბტქი ოჯახებს შესაძლოა პრობლემები შეექმნათ ბინის ქირავნობასთან დაკავშირებით.

ლგბტქი ოჯახთა სოციალური სტიგმა და სამართლებრივი დისკრიმინაცია შვილებს აიძულებს, რომ დამალონ საკუთარი ოჯახის არაჰეტერონორმატიულობა ან/და არასისნორმატიულობა. ისინი სისტემატიურად განიცდიან იზოლაციას და მარტოობას.

განსაკუთრებით მწვავე პრობლემებს აწყდებიან ტრანსგენდერი ადამიანები. მათ გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესში წინ ხვდებათ უამრავი დაბრკოლება. ზოგიერთ ქვეყანაში გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის საჭიროა იძულებითი სტერილიზაცია, რისი გავლის შემდეგაც ტრანსგენდერ ადამიანებს უჩნდებათ შესაძლებლობა ჰყავდეთ ბიოლოგიური შვილი და ოჯახი.

საჭიროებები

  • მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბავშვებს, რომლებსაც ჰყავთ ერთი სქესის მქონე მშობლები, იგივენაირად სჭირდებათ დაცვა და სამართლებრივი კავშირის აღიარება ორივე მშობელთან, როგორც ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში მყოფი წყვილების შვილებს;
  • მნიშვნელოვანია გაუქმდეს ის საკანონმდებლო, პოლიტიკური და პრაქტიკული ბარიერები, რაც ლგბტქი ადამიანებს მშობლობის უფლებას უზღუდავს; საჭიროა ახალი საკანონმდებლო, პოლიტიკური და პრაქტიკული ცვლილებების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ლგბტქი ადამიანების მშობლად აღიარებას;
  • მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა აღიარონ ერთი სქესის მქონე წყვილების კავშირი;
  • იმისათვის, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა - მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავს გრძნობდნენ დაცულად, ჰქონდეთ მხარდაჭერა და  ღირსეულად მიიღონ განათლება ბულინგის, ძალადობის, ჩაგვრის და დისკრიმინაციისგან თავისუფალ სკოლაში.

წყარო: http://dayagainsthomophobia.org/

 

admin

Leave a Reply

Close
?>