ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

26 ოქტომბერი-ინტერსექსი ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

26 ოქტომბერი-ინტერსექსი ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

26 ოქტომბერი-ინტერსექსი ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე

intersex-flag-1ინტერსექსი არის ქოლგა ტერმინი და აერთიანებს სხეულის ბიოლოგიური ვარიაციების მრავალფეროვან სახეებს. ინტერსექსი ადამიანები იბადებიან ისეთი სქესობრივი მახასიათებლებით (მათ შორის, გენიტალიებით, სასქესო ჯირკვლებითა თუ ქრომოსომული შემადგენლობით), რომლებიც არ ესადაგება მდედრობით და მამრობით სქესს. რადგანაც ინტერსექსი ადამიანების სხეულები განსხვავებულია, ხშირად ინტერსექსი ბავშვები და მოზარდები განიცდიან სტიგმატიზაციასა და ადამიანის უფლებების, მათ შორის, ჯანრმთელობისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის, წამებისგან დაცვის, თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებების დარღვევებს.

 

26 ოქტომბერი წელს საქართველოში პირველად აღინიშნება. დღეს, "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო", "ასოციაცია-თემიდასთან" და "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან" ერთად  რამდენიმე ღონისძიებას გამართავს:

► ფილმის - "ინტერსექსი: სქესის ჩვეულებრივი განსხვავებულობა" (ქართული სუბტიტრებით) და დისკუსია;

► ქართულენოვანი ვებ გვერდის - intersex.ge პრეზენტაცია;

► ინტერსექსი ადამიანების შესახებ ქართულენოვანი საინფორმაციო მასალების პრეზენტაცია;

► ქართულად თარგმნილი სახელმძღვანელოს - "ინტერსექსი ადამიანების უფლებების დაცვა-როგორ შეგიძლია დახმარება?" პრეზენტაცია.

 

დისკუსიაზე განიხილება შემდეგი საკითხები:
► რა არის ინტერსექსი? ინტერსექსის ცნება, როგორც ბიოლოგიურ სქესობრივ მახასიათებლებთან დაკავშირებული ჩვეულებრივი მოვლენა
► რა წინააღმდეგობებს და დაბრკოლებებს აწყდებიან ინტერსექსი ადამიანები?
► როგორია ინტერსექს ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში საკანონმდებლო და სოციალური თვალსაზრისით?
► რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სახელმწიფოს, მედიის, სამედიცინო და სხვა დაწესებულებების მიერ, ცნობიერების დონის ასამაღლებლად და ინტერსექსი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად?

 

მომხსენებლები იქნებიან:
• ფატიმა რომანოვა, ქვიარ აქტივისტი, "ასოციაცია-თემიდას" გამგეობის წევრი;
• კობა ბიწაძე, ქვიარ აქტივისტი, "ასოციაცია-თემიდას" აღმასრულებელი დირექტორი.

მოდერატორი: ლიკა ჯალაღანია, პროექტების კოორდიანტორი/მკვლევარი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

ღონისძიებები გაიმართება "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს" ოფისში 19:00 საათიდან 21:00 საათამდე მისამართზე: 0160, ზოვრეთის ქ. #38, თბილისი.

***

ინტერსექს საკითხების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ქართულ ენაზე შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ გვერდზე - intersex.ge

თუ თქვენ გსურთ მხარდაჭერა გამოუცხადოთ ინტერსექს ადამიანებს სოციალურ ქსელებში, გთხოვთ გამოიყენოთ ჰეშთეგი - #intersexawarenessday

თუ თქვენ ხართ ინტერსექსი ადამიანი და გსურთ ისაუბროთ საკუთარ თავზე ან/და გვიამბოთ თქვენი ისტორია სოციალურ ქსელებში, გთხოვთ გამოიყენეთ ჰეშთეგი - #MyIntersexStory

admin

Leave a Reply

Close
?>