ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

ისტორია

ჩვენი ისტორია

2015 წლის 26 მაისს „ქალთა ფონდი საქართველოშის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „ლტბ ქალთა კლუბის“ ფარგლებში შეიქმნა „ლბტ ქალთა კლუბი თემიდა“. მოგვიანებით იგი გადაკეთდა ორგანიზაციად და 2015 წლის 24 ნოემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა. შეიცვალა მისი სახელი და გახდა "ლგბტქი ასოციაცია-თემიდა".

დაარსების დღიდან ასოციაცია საკუთარი მისიის რეალიზებისთვის მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • საგანმანათლებლო პროგრამები

ასოციაცია პერიოდულად მართავს ტრენინგებს, სემინარებს, ვორქშოფებს და ლექციებს შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებები, ქალთა უფლებები, ფემინიზმი, ჰომოფობია/ტრანსფობია, ქამინგ-აუთი, გენდერი და სექსუალობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ლიდერობა და გუნდური მუშაობა, პიროვნული განვითაება, ეფექტური კომუნიკაცია და ინტერპერსონლური ურთიერთობები, სტრესის მართვა, აივ/შიდსი, და სხვა.

  • კვლევები

ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან („ლგბტ საქართველო“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“) ერთად 2016 წლის 31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის დღისადმი მიძღვნილი პირველი ტრანს კონფერენცია გამართა.

  • გასართობი და კულტურული პროგრამები

ასოციაცია დამოუკიდებლად და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პერიოდულად მართავს თემატურ გასართობი სახის ღონისძიებებს.

  • ჯანდაცვა

ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან („ლგბტ საქართველო“ და „თანადგომა“) ერთად 1 დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩაატარა.

ასოციაცია შეუერთდა 24 ნოემბერს, ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საგანმანათლებლო სახის ღონისძიება გამართა ლგბტქი ადამიანთათვის.

  • ტოლერნტული გარემოს შექმნა

ასოციაცია პერიოდულად მართავს გეი-სთრეით ალიანსის  შეხვედრებს, რაც ინტერესთა გაცვლის კარგი საშუალებაა ლგბტქი ადამიანთა და მათ მხარდამჭერებს შორის. გეი-სთრეით ალიანსი არის დისკუსიის ფორმატი, რომელსაც ესწრება როგორც ლგბტქი, ასევე ჰეტეროსექსუალი ადამიანები. დისკუსია ფოკუსირებულია ლგბტ საკითხებზე.

  • სამოქალაქო აქტივობა და ჩაგრული ჯგუფების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა

ასოციაცია შეუერთდა:

**10 ნოემბერს (ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღე) იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ დემონსტრაციას;

**8 მარტის (ქალთა საერთაშორისო დღე) მსვლელობას რუსთაველის გამზირზე და სოლიდარობა გამოუცხადა ლბტ ქალებს;

**17 მაისს (ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) გამოაქვეყნა ვიდეო კლიპი, რომელიც მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას ეხებოდა;

**ასოციაციამ სოლიდარობა გამოუცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და შეუერთდა 14 მარტს „აუდიტორია 115“-ის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას.

  • თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ასოციაცია რამდენჯერმე შეუერთდა საქართველოში მოქმედი ლგბტ და სხვა ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებებს.

ასოციაცია პერიოდულად მართავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

Close
?>