ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

მისია და ხედვა

„ლგბტქი ასოციაცია-თემიდას“ მისია და ხედვა

ჩვენ გვინდა ისეთი საზოგადოება და სახელმწიფო, სადაც ადამიანები თანაარსებობენ, ერთმანეთთან თანამშრომლობენ, აცნობიერებენ საერთო პრობლემებსა და ინტერესებს; ხელმძღვანელობენ ტოლერანტობის, თანასწორობის და სოლიდარობის პრინციპებით და დაცულია სასიცოცხლო სივრცე და მრავალფეროვანი გარემო.

ჩვენი მისიაა ლბტ (ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ქალთა გაძლიერება და ლგბტქი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსექსი) ადამიანთა მხარდაჭერა მათი თვითრეალიზებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვის გზით.

ჩვენ ვაღიარებთ თითოეული ლგბტქი ადამიანის ღირსეული თანაცხოვრების უფლებას საზოგადოებაში.

მუშაობის პროცესში ვხელმძღვანელობთ შემდეგი ღირებულებებით და მოცემულობებით:

  • „ლგბტქი ასოციაცია-თემიდა“, როგორც ჰომოფობიისგან, ბიფობიისგან და ტრანსფობიისგან თავისუფალი სივრცე;
  • „ლგბტქი ასოციაცია-თემიდა“, როგორც საერთო სივრცე ლგბტქი ადამიანთათვის;
  • გენდერული თანასწორობის იდეა;
  • სამოქალაქო სოლიდარობა;
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ჰუმანიზაცია და დემოკრატიზაცია;
  • სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და ადამიანის უფლებები;
  • ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, რასობრივი ტოლერანტობა;
  • გამოხატვისთვის ინოვაციური და შემოქმედებითი ფორმებით ხელმძღვანელობა.

Close
?>