ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

ტრენინგი და მცირე გრანტების პროგრამა

ტრენინგი და მცირე გრანტების პროგრამა

ტრენინგი და მცირე გრანტების პროგრამა

ასოციცია „თემიდა“ და „ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისთვის“ ILGA Europe-ს მხარდაჭერით ახორციელებენ სატრენინგო კურსს სიძულვილის ენისა და ადამიანის უფლებების განათლების შესახებ - „No Hate Embassy – Allies Edition“.

 

პროექტის აღწერა

სატრენინგო კურსი მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა:

  • სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის სხვა ფორმების (განსაკუთრებით ჰომოფობიისა და ტრანსფობიის) ანალიზი და დეკონსტრუქცია;
  • სიძულვილის ენის მიმართ მოწყვლადი ჯგუფების სიტუაციური ანალიზი;
  • იმ კომპეტენციების განვითარება, რაც საჭიროა სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგალითად არაძალადობრივი კომუნიკაცია და აქტივიზმი, მედია წიგნიერება, დიალოგი და კონფლიქტის ტრანსფორმაცია;
  • ონლაინ-აქტივიზმის უნარების განვითარება სიძულვილის ენის საწინააღმდეგო და ალტერნატიული ნარატივების შექმნის გზით;
  • „ელჩები სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ ქსელის ონლაინ-ქსელის შექმნა;
  • საერთაშორისო „მოძრაობა სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ ჩართვა და იმ სტრატეგიების დაგეგმვა, რაც საჭიროა მოძრაობის საქართველოს მასშტაბით განვითარებისთვის;
  • არაფორმალური განათლების და თანასწორთა განათლების გზით გამრავლებადი ეფექტის შემნა.

ტრენინგის მეთოდოლოგია ეფუძნება არაფორმალურ განათლებას, რომელიც მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა დისკუსიები, ჯგუფური სამუშაოები, სიმულაციები, ილუსტრაციული და ინტერაქციული საუბრები და საველე სამუშაოები. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან და გამოიყენებენ კრეატიულ მეთოდოლოგიებს, როგორიცაა ფოტოგრაფია, ილუსტრაცია, ალტერნატიული ნარატივები. მონაწილეები ერთად დაგეგმავენ და განახორციელებენ კამპანიას სიძულვილის ენის წინააღმდეგ.

თარიღი: 17-23 სექტემბერი, 2017

ადგილი: ქალაქი რუსთავი

ყველა ხარჯი ანაზღაურდება ორგანიზატორების მიერ.

 

შერჩევის კრიტერიუმები:

პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს 18 წლიდან ზევით. პროექტი განსაკუთრებით საინტერესო იქნება სამართლის, ფსიქოლოგიის, მედიცინის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

 

ტრენინგის ბოლოს მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და დაუფინანსდებათ პროექტები, რომლებსაც თავად შეიმუშავებენ. ოქტომბერში ისინი მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში და წარადგენენ განხორციელებულ პროექტებს. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, წარმატებულ მონაწილეებს გაეწევათ რეკომენდაცია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ლინკზე: https://goo.gl/No Hate Embassy – Allies Edition

 

აპლიკაციები მიიღება 14 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.

შერჩეულ მონაწილეებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 15 სექტემბრისა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ:
E-mail: mariammakos1@gmail.com (პროექტის კოორდინატორი).

admin

Leave a Reply

Close
?>