ერთად დავძლიოთ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია საქართველოში

მიზნები

„ლგბტქი ასოციაცია-თემიდას“ მიზნები:

  • ასოციაციის წევრთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა;
  • სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა, რომლებიც მიმართულია ლგბტქი (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსექსი) თემის წევრთა ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და განვითარებისკენ;
  • ლბტ ქალთათვის სპეციფიკური ჯანდაცვის სერვისების შექმნა და მიწოდება;
  • მსმ (მამაკაცი, ვისაც სექსი აქვს მამაკაცთან), ქსქ (ქალი, ვისაც სექსი აქვს ქალთან) და ტრანსგენდერ ადამიანთათვის სპეციფიკური ჯანდაცვის სერვისების მიწოდება;
  • ლბტ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევისკენ მიმართული პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • ლბტ ქალთა სოციალური მხარდაჭერა და მათთვის საჭირო სერვისების მიწოდება;
  • საზოგადოების ინფორმირება ლგბტ საკითხების, ლგბტ ადამიანთა პრობლემებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ;
  • ტოლერანტული გარემოს შექმნისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება;
  • ინფორმაციისა და ინტერესების გაცვლა ლგბტქი ადამიანთა და მათ მხარდამჭერებს შორის;
  • სკოლებში ბულინგის მსხვერპლი ლგბტქი მოსწავლეების დაცვა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა;
  • ინტერნალიზებული ჰომოფობიის/ტრანსფობიის დაძლევა ლგბტ თემში.

Close
?>