(მოხალისეობრივი თარგმანი)

არსებობს ორი ფუნდამენტური ნომეკლატურული მიმართება, რომელიც ინტერსექსის ტერმინოლოგიაზე საუბრისას უნდა განვიხილოთ. ერთი ინტერსექსის შესახებ სამეცნიერო დამოკიდებულებას ასახავს, ხოლო მეორე სოციალურს.

ინტერსექსის სამეცნიერო ნომენკლატურა.

ინტერსექსი არის სამეცნიერო ტერმინი, რომელიც აღწერს სქესის მახასიათებლების ვარიაციას, რომელიც სქესის ბინარულ (მამრობითი, მდედრობითი) გაგებას ცდება.  სექსის არაბინარული მახასიათებელი, ინტერსექსი (საქართველოში აქტივისტთა შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ტერმინზე, ნაწილი ფიქრობს რომ “ინტერსქესი” უფრო ზუსტი ტერმინია) არის ტერმინი, რომლითაც აღიწერება უთვალავი განსხვავება მდედრობითიდან მამრობითამდე. ადამიანები ძირითადად ამ სპექტრის რომელიმე კიდეში იყრიან თავს, თუმცა ვერასდროს აღწევენ მთლიანად ერთი ბოლოს მახასიათებლებს და უმრავლესობას ორივესთვის სახასიათო ნიშნები აქვს.

ადრეულ, გარკვეული სახის სამეცნიერო ლიტერატურაში ინტერსექსუალური განსხვავებების აღსაწერად შეცდომით გამოიყენებდნენ ტერმინებს „ჰერმაფროდიტი,“  „ფსევდოჰერმაფროდიტი“ (ინგლისურად: “pseudo-hermaphrodite”), „აშლილობა“ (ინგლისურად: “disorders”) და „მდგომარეობა“(ინგლისურად: “conditions”). ამ ტერმინებიდან არცერთი არაა კავშირში ჩვენს თემასთან და  მეცნიერებასთან და არცერთია კორექტული.

ეს ტერმინი ხანგრძლივი სამეცნიერო მსჯელობის შემდეგ 1901 წელს წარმოადგინა გერმანელმა ენტომოლოგმა
გოლდშმიტა (Richard B. Goldschmidt), რომელიც აღწერდა განსხვავებებს სქესის ბიოლოგიაში იმ ცოცხალი არსებებისათვის, რომლებიც მკაცრად ჰერმაფროდიტები არ იყვნენ.

ინტერსექსი არაა „ჰერმაფროდიტი“

„ჰერმაფროდიტი“ სწორად აღწერს ცხოველებს, რომლებსაც აქვთ მუშა მდედრობითი და მამრობითი რეპროდუქციული ორგანოები და შეუძლიათ პარტნიორის გარეშე გამრავლდნენ.

“ფსევდო ჰერმაფროდიტი“ მიემართება ცხოველებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა გარემოებების გათვალისწინებით შეასრულონ როგორც მდედრის, ასევე მამრის ფუნქცია. გველები და ჭიები ჰერმაფროდიტის მაგალითები არიან, ხოლო ზოგიერთი თევზი, მაგალითად ქორჭილა (ინგლისურად: grouper fish) ფსევდოჰერმაფროდიტების მაგალითია.

მეცნიერებისთვის ცნობილი არაა ჰერმაფროდიტი ან ფსევდოჰერმაფროდიტი ადამიანის არსებობა. ბუნების მრავალფეროვნებამ და მეცნიერულმა აღმოჩენებმა შეიძლება შეცვალონ ეს ფაქტი და თუ ეს მოხდება, მოგვიწევს კიდევ ერთხელ გადავხედოთ ადამიანის უფლებების არსებულ ჩარჩოს.

გოლდშმიტის მიზანი იყო, ეპოვა სიტყვა, რომელიც აღწერდა განსხვავებებს სქესის ბიოლოგიაში, სადაც მდედრობითი და მამრობითი მახასიათებლები ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი. მისი მიერ შექმნილი  ტერმინს ასევე უნდა მოეცვა მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს, როგორც არც ისე მამრობითი და არც ისე მდედრობითი. ამ ნომენკლატურის მიხედვით, ცხოველი, რომელსაც საერთოდ არ აქვს სქესის მახასიათებლები მოექცა ინტერსექსის ქოლგის ქვეშ.

ინტერსექსი არაა „მესამე სქესი“

რამდენადაც მეცნიერება დაინტერესებულია ადამიანის სქესის განსხვავებებით, მეცნიერული ტერმინოლოგია მოიცავს მხოლოდ ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა „მამრობითი“ , „მდედრობითი“ , „ინტერსექსი“.  თუმცა, ინტერსექსი არაა მესამე სქესი – ესაა გზა, აღვწეროთ უთვალავი განსხვავება მდედრობითიდან მამრობითამდე.
ადამიანები ძირითადად ამ სპექტრის რომელიმე კიდეში იყრიან თავს, თუმცა ვერასდროს აღწევენ მთლიანად ერთი ბოლოს მახასიათებლებს და უმრავლესობას ორივესთვის სახასიათო ნიშნები აქვს.

ინტერსექსის სოციალური ნომენკლატურა

მეცნიერული მიდგომასთან ერთად არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა სოციალურ ყოფაში ინტერსექსუალობის სახელდებას. აღსანიშნავია, რომ მათ, ვისაც ამ ტერმინოლოგიას ვუსაბამებთ, ტერმინების შერჩევაში მონაწილეობა არასოდეს მიუღიათ. ადრინდელი მცდელობები, გამოეყენებინათ ტერმინები „ნამდვილი ჰერმაფროდიტი“ და „ფსევდო ჰერმაფროდიტი“ იყო არამხოლოდ მეცნიერულად მცდარი, არამედ ეს სიტყვები და მათ უკან მდგომი მოსაზრებები იკვებებოდა, ვუიაერისტული იდეით რომლის თანახმადაც, ინდივიდს უნდა ჰქონდეს პენეტრაციული სექსი საკუთარ თავთან.

არსებობს კიდევ ერთი მიმართება ტერმინის “ჰერმაფროდიტის” მიმართ. ზოგიერთი აქტივისტი, ამ სახელს იყენებს ისე, როგორც გეი მოძრაობაში აქტივისტებმა მანამდე ნეგატიური მნიშვნელობის ტერმინებს მიანიჭეს პოზიტიური მნიშვნელობები. მაგალითად “ქვიარი,” “dyke,” ა.შ.

სულ სხვაა, როდესაც ტერმინს “ჰერმაფოდიტი” ძველი, არასწორი და არაეთიკური მოსაზრებებით იყენებს ზოგიერთი ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი. მიიჩნევა, რომ ეს გამოწვეულია ფროიდის, იუნგისა და მათი მიმდევრების თეორებით. მათთვის უნდა ვთქვათ რომ უკვე 1901 წლის შემდეგ არსებობს კორექტული ტერმინი “ინტერსექსი,” რომელიც სამეცინიერო საზოგადოების მიერ აღიარებულია და გთხოვთ ის გამოიყენოთ.

ტერმინი, რომელთანაც ინტერსექსმა ადამიანებმა საკუთარი თავი გააიგივეს აღმოჩნდა იგივე ტერმინი, რაც მეცნიერებამ მოგვაწოდა – ანუ ინტერსექსი. ინტერსექსი სხეულებისათვის, სხვა სექსუალური განსხვავებების (როგორებიცაა გენდერი, ორიენტაცია და სხვ.) მქონე ინდივიდებზე მეტად, სექსუალური და გენდერული ტერმინოლოგიის მინიჭების ხასიათი ჩვენი თანხმობისა და სურვილის გარეშე მკვეთრი ინდიკატორია იმისა, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება ჩვენს განსხვავებულობაზე.

ინტერსექსას ადამიანებს იძულებით მოგვანიჭეს, როგორც ბინარული სქესი, ასევე მათთან დაკავშირებული გენდერული როლები.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სქესი ბინარულ პოლუსებზე არ თავსდება,  ჩვენ გვაქეზებენ და ხშირად გვაიძულებენ, გვქონდეს რომელიმე გენდერული როლი – კაცის ან ქალის. ქირურგიულად გვცვლიან, რათა კაცებს, რაც შეიძლება ცოტა მდედრობითი და ქალებს, რაც შეიძლება ცოტა მამრობით სქესის ნიშები გვქონდეს. თუკი უარვყოფთ ჩვენს გენდერულ როლს და მონიჭებულ სქესს, ჩვენ გვაჯერებენ, რომ მენტალურად დაავადებულები ვართ. ჩვენ მუდმივად გვიწევს შევეჯახოთ საზოგადოების სტერეოტიპებს მხოლოდ ორი სქესის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური მტკიცებულებები საპირისპიროზე მიუთითებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი განსხვავებები გახდა მუდმივი მოკვეთის საფუძველი იმ საზოგადოებისგან, რომელშიც ბუდობს ღრმა, ჰომოფობიური შიში და სიძულვილი ჩვენი ბიოლოგიური ანატომიისა. ჩვენ ვართ სუბიექტები, რომლებზეც მუდმივად ატარებენ სამედიცინო ექსპერიმენტებს ერთი კონკრეტული მიზნით – მოაშორონ განსხვავებები ჩვენს სხეულს და არ აღიარონ, რომ ეს შეიძლება ადამიანური იყოს.

კიდევ ერთი აბსურდი გათამაშდა სხვა ტერმინთან დაკავშირებით, როდესაც 2006 წელს 50 ადამიანისგან შემდგარმა თვითმარქვია სპეციალისტების ჯგუფმა ჩიკაგოში გადაწყვიტა, რა იქნებოდა შესაბამისი ტერმინი ინტერსექსისთვის. მათ დაასკვნეს, რომ იმ დღიდან ჩვენ სამედიცინო ლიტერატურაში უნდა მოვიხსენიებოდეთ, როგორც სქესობრივი განვითარების აშლილობის მქონე ადამიანები. ეს ყველაფერი გადაწყდა მხოლოდ 2 ინტერსექსი ინდივიდის თანდასწრებით, თანაც არც ერთი მათგანი ჩარეულა დებატებში და არც ერთისთვის
უკითხავთ აზრი ამის შესახებ. აღმაშფოთებელია იმ ადამიანებმა თავზე მოგვახვიონ რაღაც ტერმინები, რომლებსაც არ გამოუცდია ინტერსექსად ცხოვრება.

თავდაპირველი არგუმენტი შემოგვეღო ტერმინი “სქესობრივი განვითარების აშლილობა”  იყო ის, რომ მშობლებს ჰქონდათ ჰომოფობიური რეაქცია ტერმინ ინტერსექსზე (იხილეთ კარკაზის „სქესის გამოსწორება“). იმის მაგივრად, რომ ექიმებს მშობლების ფობია გამოესწორებინათ, მათ ჩვენი „გამოსწორების“ პასუხისმგებლობა იტვირთეს.

ტერმინ ინტერსექსს უკვე 109 წელია იყენებენ
მეცნიერული ტერმინი ყველანაირი ბიოლოგიური განსხვავების აღსანიშნად, რომელიც მდედრობითობისა და მამრობითობის წარმოდგენას სცდება, არის ინტერსექსი – უკვე 109 წელია.

ტერმინი ადეკვატური და ყოვლისმომცველია, მის ქვეშ გაერთიანდა მრავალი ინტერსექსი ადამიანი მთელი მსოფლიოდან. არაა საჭირო რაიმე ახალი ტერმინი შემოვიღოთ და ამის ნებისმიერი მცდელობა ინტერსექსი ადამიანების ჩართულობის გარეშე უარყოფილი იქნება.

არგუმენტი, რომ „ყველა ინტერსექსს არ მოსწონს ინტერსექსის დაძახება“ ისეთივე რელევანტურია, როგორიც მტკიცება, რომ ყველა ავსტრალიელს არ მოსწონს, როცა ავსტრალიელს ვეძახით და ყველა ლგბტ ინდივიდი არ განიხილავს საკუთარ თავს ლგბტ-ად. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი ლგბტ, რომელიც მტრულად უყურებს აკრონიმ „ლგბტ“-ს.

სხვა ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „ სქესობრივი მახასიათებელი“ და „განუსაზღვრელი სქესი“ შეიძლება საჭირო იყოს ინტერსექსის ჩართულობის დროს კანონმდებლობის ჩარჩოების ჩამოსაყალიბებლად, თუმცა ჩვენ დაჟინებით ვამტკიცებით, რომ ასეთი ტერმინები არ გვაძლევენ გარანტიას ჩვენი უფლებების შესახებ, სანამ ეს სიტყვები არ დაუკავშირდება კონკრეტულ განმარტებას, რომლებიც ცალსახად მოიაზრებს სიტყვა ინტერსექსს.

წყარო: https://oiiinternational.com/2602/terminology-intersex/