ორგანიზაციის შესახებ: “თემიდა” ქვიარ-აქტივისტური, ტრანს სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და  იბრძვის ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის.

 

რისი კეთება მოგიწევს:

 

  • თემატური ვორქშოფების ორგანიზება;
  • თანასწორთა განათლება გენდერის აფირმაციული პროცედურების და ჯანმრთელობის სხვა საკითხებზე;
  • ბენეფიციართა გადამისამართება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების სერვისებში და ამ სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • სოციალური ქსელებში თემზე მორგებული კონტენტის შექმნაში მონაწილეობა;
  • ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობა; აღმასრულებელ დირექტორთან, გამგეობასთან, პროექტის მენეჯერებთან და თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა თემის მობილიზების ნაწილში;

ცოდნა და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • ინგლისური ენის ცოდნა (საბაზისო)
  • გუნდურობა
  • ორგანიზებულობა
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

 

კონტრაქტის ხანგრძლივობა: ერთი წელი (სამთვიანი გამოსაცდელი ვადით)

ანაზღაურება: 1000 ლარი

სამუშაო გრაფიკი: 30 სამუშაო საათი კვირაში

 

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

 

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

** შევსებული სააპლიკაციო ფორმა

*** სარეკომენდაციო წერილი

 

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: temida.info@gmail.com

 

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ – თემის მობილიზება.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. “თემიდა” დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის განსაკუთრებით ველით თემის ყველაზე ნაკლებად რეპრეზენტირებული ჯგუფების წევრებს, ტრანს და არაბინარულ ადამიანებს.

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აგვისტო, 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ WhatsApp -ით: +995 598 377 667