პროექტის სახელწოდება: გენდერული ძალადობის პრევენცია აივ ინფექცია/შიდსის საკვანძო პოპულაციებისთვის, აივ ინფექცია/შიდსით და ტუბერკულოზით დაავადებულ პირებში და მათგან ძალადობის მსხვერპლთათვის დროებითი თავშესაფრის და შესაბამისი სამედიცინო, პრევენციული და სოციალური სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა“ (GEO-C-NCDC/SP-10.1)
დონორი: ივ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი (NCDC)
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
პროექტის ვადები: 2023 წლის 1 იანვარი – 31 დეკემბერი (გრძელდება 2024 წლის 29 თებერვლამდე)
პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტი: 289,971.84 ლარი
პროექტის მიზნები: გენდერული ძალადობის მსხვერპლი ტრანს და ქვიარ ადამიანებისათვის და სხვა აივ საკვანძო პოპულაციებისთვის დროებითი თავშესაფრის და შესაბამისი სამედიცინო, პრევენციული და სოციალური სერვისების მიწოდება.
პროექტის ფარგლებში არსებული სერვისები: საცხოვრისში ფუნქციონირებს მულტიდისციპლინური გუნდი: ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, იურისტისა და ექიმის შემადგენლობით, რომლებიც საცხოვრისში მოხვედრილ თითოეულ ქეისსზე განვითარების და კრისზისის მოგვარების გეგმებების შესაბამისად მოქმედებენ.
ასევე 24/7 პრინციპით პროექტის იურისტი და პარაიურისტი სატელეფონო და ფიზიკურ კონსულტაციებს გასწევს გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის სამიზნე პოპულაცებიდან.
პროექტის შედგეები:
- დროებითი საცხოვრისის სერვისით წლის განმავლობაში ისარგებლა 38-მა ადამიანმა.
- იურდიული კონსულტაცია გაეწია 52 ადამიანს.