პროექტის სათაური:  ტრანს და ქვიარ თემის გაძლიერება კრიზისული სერვისების მიწოდების, ტრენინგ პროგრამების, დასაქმების ხელშეწყობისა და დასაქმების ადგილების სენსიტიზაციის გზით.

დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ნორვეგია. პროექტი დაფინანსებულია ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში. 

პროექტის სტატუსი: მიმდინარე

პროექტის ვადები: 2023 წლის 18 ივლისი – 2024 წლის 17 ივლისი

პროექტის დაგეგმილი ბიუჯეტი:

პროექტის მიზანი: დროებითი საცხოვრებლის კრიზისული სერვისის ხარისხისა და ხელმისაწვდომობა გაზრდა ლგბტქ თემის წევრებისათვის, რომლებიც განიცდიან კრიზისულ სიტუაციებს ან გენდერულ ძალადობას.

გაუმჯობესდეს ლგბტქ თემის წევრებისთვის დასაქმების შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ  ინკლუზიური სამუშაო ადგილების შექმნას

პროექტის ფარგლებში არსებული სერვისები: კარიერის ხელშეწყობისა და დასაქმების სერვისი, გადამზადების კურსების დაფინანსება, სამუშაო ადგილების სენსიტიზაციის მხარდაჭერა (ვორწშოფები), დროებითი საცხოვრისის ბენეფიციართათვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა. შემთხვევების მართვა (Case Management).

აქტივობები: დასაქმების შესაძლებლობების და დამსაქმებელთა განწყობების კვლევის ჩატარება, Handbook-ის მომზადება, თუ როგორ შევქმნათ ინკლუზიური და გენდერულად აფირმაციული დასაქმების ადგილები ლგბტქ თემის წევრებისთვის,  სენსიტიზაციის ვორქშოფების ორგანიზება დამსაქმებლებისთვის, დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა, მანქანის შესყიდვა ორგანიზციის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისათვის, რეკრეაციული აქტივობების ორგანიზება დროებითი საცხოვრისის ბენეფიციარებისათვის

პროექტის შუალედური შედეგები:

  • 47 ქვიარ ადამიანმა მიიღო დასაქმებისა და კარიერის კონსულტირების სერვისი
  • კონსულტირების შედეგად დასაქმდა 10 ადამიანი
  • პროფესიული გადამზადების ტრენინგები დაუფინანსდა 16 ლგბტქ თემის წევრს.
  • საუნივერსიტეტო განათლება დაუფინანსდა ტრანს თემის 1 წევრს
  • „თემიდას“ დასაქმების ხელშეწყობის სტენდი წარმოდგენილი იყო HR კონგრესზე, რომელსაც 300-ზე მეტი ბიზნესის, სამთავრობო სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლი ესწრებოდა.
  • „თემიდას“ სერვისების გაუმჯობესებისათვის შეძენილ იქნა ავტომანქანა
  • დროებითი საცხოვრისის ბენეფიციარებისთვის ორგანიზებულ იქნა რეკრეაციული ღონისძიებები.