ტესტოსტერონის ჰორმონის შემცვლელი თერაპიის (HRT) დაწყების გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბევრი ტრანსგენდერი მამაკაცის, ტრანსმასკულინური ადამიანის, არაბინარული და სხვა გენდერულად არაკონფორმული ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ მიიღონ ტესტოსტერონი გენდერული დისფორიის შესამსუბუქებლად და მათი სხეულის შინაგანი განცდასთან დაკავშირებით.
უფრო სწორი ტერმინი დღესდღეობით არის ტესტოსტერონის გენდერის აფირმაციული(დამადასტურებელი) ჰორმონალური თერაპია (GAHT), რომლის დაწყების პირველ წელს თქვენ განიცდით ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ ცვლილებებს. ამ ცვლილებებთან ერთად, თქვენ ასევე შეიძლება შეამჩნიოთ, რომ იცვლება თქვენი ურთიერთობა თქვენს სექსუალობასთან და სურვილებთან.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სექსის, სიყვარულისა და ურთიერთობების გამოცდილების არაჩვეულებრივი მრავალფეროვნებაა ადამიანურ გამოცდილებაში. ყველა ადამიანი განსხვავებულად განიცდის მიმზიდველობას და სურვილებს.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ გენდერი არის თვითიდენტიფიცირებადი სპექტრი, სავსე ინდივიდუალური და უნიკალური გამოცდილებით, ისევე როგორც სექსუალობა. სამწუხაროდ არარის ბევრი სამედიცინო კვლევა T-ზე ტრანსგენდერი ადამიანების სექსუალურ ცხოვრებასა და სექსუალობაზე. ჩვენ გვსურს ამ სტატიით გაგიზიაროთ ტრანს თემის ზოგიერთი საერთო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა იმ ქვეყნებში, სადაც გენდერის აფირმაციული ზრუნვისგანვითარებული პრაქტიკებია.
მაშ , როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სექსუალობა, სექსუალური ქცევა და ურთიერთობები, როდესაც ტესტოსტერონის მიღებას დაიწყებ.
- შესაძლოა გაიზარდოს თქვენი სექსუალური სურვილები და ლიბიდო
ჩვეულებრივ, ტესტოსტერონის GAHT-ზე მყოფი ადამიანები განიცდიან მოზღვავებულ სექსუალურ ლტოლვას. თქვენი ლიბიდო მოსალოდნელია იყოს ძალიან მაღალი ტესტოსტერონის HRT-ის დაწყებიდან ან ხელახლა დაწყებიდან პირველი ორი-სამი თვის განმავლობაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური ლტოლვის სიხშირისა და ინტენსივობის ცვლილება ან სხვაგვარად, რასაც ზოგიერთი ადამიანი აღწერს: „უბრალოდ მძაფრი შეგრძნება მუდმივად“. იცოდე, რომ ეს სრულიად ნორმალური გამოცდილებაა. შეიძლება გაგიჩნდეთ უფრო ხშირი მასტურბაციისა ან სექსუალური ქცევის გაზრდილი სურვილები. ეს ცვლილებები ასევე, როგორც წესი, დროებითია, რადგან თქვენი ლიბიდო უნდა გაიზარდოს ტესტოსტერონის HRT-ისდაწყებიდან ან გადატვირთვის პირველი ექვსი თვის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ბოლომდე არ იყოთ მზად ამ ცვლილებებისთვის არსებობს პრაქტიკები, რომლებიც დაგეხმარებათ გაზრდილ ლიბიდოსთან ნავიგაციაში. ეს მოიცავს საკუთარი თავის სიამოვნების ახალი გზების შექმნას და პოვნას. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ სექსის რაოდენობის გაზრდა ახალ ან რეგულარულ პარტნიორებთან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს უსაფრთხო სექსის პრაქტიკა , შემთხვევითი სექსის ან რამდენიმე პარტნიორის ყოლის შემთხვევაში, რადგან დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და/ან არასასურველი ორსულობისგან. თუ გაზრდილი სქესობრივი ლტოლვა თქვენს ცხოვრებაზე რაიმე სახის ნეგატიურ გავლენას ახდენ სან თქვენს შფოთს იწვევს, აუცილებლად მიმართეთ სანდო, ეთიკურ სექსოლოგს.
.
- შესაძლოაგაიზარდოს თქვენი კლიტორი (bottom growth) და მოგემატოთ მგრძნობელბა.
Bottom growth ეს ფრაზა აღწერს კლიტორის ჰიპერტროფიას, როდესაც კლიტორი იზრდება სიგრძეში და სიგანეში ტესტოსტერონის GAHT-ის მიღების შედეგად. თუ თქვენ განიცდით bottom growth-ს ეს ჩვეულებრივი, ერთ-ერთი ფიზიკური ცვლილებაა, რომელსაც ადამიანები პირველ რიგში ამჩნევენ T-ზე. ასევე შესაძლოა თავიდანვე განიცადოთ გარკვეული ჰიპერმგრძნობელობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი გაზრდილი კლიტორი შემხებლობაში მოდის საცვალთან ან სხვა ქსოვილებთან. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სტილის საცვლების ტარება, შედარებით ბუნებრივი მატერიები ან საპოხი ან დამატენიანებელი საშუალებები შეიძლება დაგეხმაროთ ამ დროს დისკომფორტისშემცირებაში.
ზრდის პარალელურად თქვენ ასევე შეიძლება განიცადოთ მომატებული მგრძნობელობა. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი კლიტორის ახალი ნაწილები იხსნება, რასაც გარკვეული შეჩვევა სჭირდება. ან ზოგიერთ ადამიანს შეიძლება საოცარი გრძნობა ჰქონდეს სტიმულაციის სრულიად ახალ სფეროზე წვდომით. სხვებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც განიცდის „ქვედა“ დისფორიას, ეს ასევე შეიძლება იყოს გარკვეული თვალსაზრისით რთული პროცესი.
ესაუბრეთ თქვენს პარტნიორებს იმის შესახებ, თუ როდის გრძნობთ თავს კომფორტულად და სექსუალურად. შეიძლება დაგჭირდეთ გარკვეული ექსპერიმენტები სხვადასხვა მოძრაობებთან ტექნიკით, რათა გაირკვეს, რა არის თქვენთვის კარგი შეგრძნებები . იყავით მომთმენი საკუთარ თავთან და ცნობისმოყვარეობით მიუდექით საკითხებს. თქვენ გადიხართ მეორე სქესობრივ მომწიფებას (a second puberty), ამიტომ მიეცით საკუთარ თავს დრო და ნება, რომ გამოერკვიოთ სექსუალურად და კვლავ გახდეთ მოზარდი.
- პენეტრაციაშეიძლება უფრო მტკივნეული გახდეს
კიდევ ერთი გზა, რომლითაც თქვენი სექსუალური ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს ტესტოსტერონის GAHT-ის შემდეგ არის ის, რომ ნებისმიერი სახის სქესობრივი შეღწევა შეიძლება უფრო მტკივნეული გახდეს, რადგან განიცადოთ წინა ვაგინალური ატროფია T-ისშედეგად. წინა ხვრელის ატროფია ხდება მაშინ, როდესაც ესტროგენზე დამოკიდებული ქსოვილები ირგვლივ ან წინა ხვრელის შიგნით გახდება თხელი , ადვილად გაღიზიანებული დამგრძნობიარე შიდა ხახუნის მიმართ, როგორიცაა პენეტრაცია.
ესტროგენის დაბალი დონე ამცირებს ორგანიზმის ლუბრიკაციის უნარს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშოს კედლებში მცირე „ცრემლდენა“ და ტკივილი ნებისმიერი სახის სქესობრივი შეღწევისას. ამ გაღიზიანების გამო განსაკუთრებით ადვილია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირება, ამიტომ დარწმუნდით რომ იყენებთ კონდომს და პარტნიორი ინფორმირებულია თქვენი სექსუალური ისტორიის შესახებ. ყოველთვის გამოიყენეთ ლუბრიკანტი პენეტრაციის დროს! თუ თქვენ ეძებთ სხვა გზებს წინა ხვრელის ატროფიის მართვისთვის, ესაუბრეთ თქვენს გინეკოლოგს ესტროგენის რგოლების, ტაბლეტების ანადგილობრივი კრემების შესახებ.
ზოგიერთ ადამიანს ასევე შეიძლება განუვითარდეს მენჯის ტკივილი ტესტოსტერონის GAHT-ზე ყოფნის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს უკვე არსებული სიმპტომი სამედიცინო ტრანზიციამდე ან ჩვენება, რომელიც იწყება ტესტოსტერონის ჰორმონის შემცვლელი თერაპიის დაწყების შემდეგ. თუ მენჯის ტკივილს განიცდით, მენჯის თერაპია არისფიზიკური თერაპიის ტიპი, რომელიც მიმართულია მენჯის კუნთებზე, ლიგატებსა დაშემაერთებელ ქსოვილებზე, რათა მართოს მენჯის ტკივილი, გაღიზიანება და საერთოდისკომფორტი.
- ის, რაცგიყვართ ან ვინ გიზიდავთ სექსუალურად, შეიძლება შეიცვალოს
ჰორმონების მიღებამ გამოიწვიოს ახალი გრძნობები და აზრები , როდესაც თქვენგანავითარებთ ახალ ურთიერთობას თქვენს სხეულთან, აღმოაჩენთ ახალ გზებს თქვენსსექსუალურ ცხოვრებასთან და სექსუალობასთან. შეიძლება შეიცვალოს თქვენი ფანტაზიები, უფრო დაინტერესდეთ სხვა ადამიანებით ქვიარ სპექტრიდან, რომლებიც ადრე მიუწვდომელიიყო თქვენთვის ან არც გაინტერესებდათ.
თქვენი ორგაზმის ხარისხი ან რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს. მათ შორის, ისიც თუ რასგრძნობთ ორგაზმის შედეგად თქვენს სხეულში ან ორგაზმის განცდის გზები, რას გრძნობენისინი თქვენს სხეულში, როდესაც განიცდით მათ ან რა არის საჭირო იქამდე მისასვლელად. თქვენ ასევე შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი სხეული განსხვავებულად ფუნქციონირებ სსექსუალურად და შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს თქვენს სხეულს ამ ნაწილებთან ახალი ურთიერთობების განვითარებისთვის.
ზოგიერთი ადამიანი ასევე განიცდის შეგრძნებების მოდალობას. მაგალითად, შეიძლება აღმოაჩნიოთ, რომ თქვენი შეგრძნებები უფრო აუდიოცენტრული სფეროდან ვიზუალურზე გადადის ან პირიქით. შესაძლოა, უფრო მეტად დაგჭირდეთ ფიზიკური შეხება და სექსუალური აქტი, მეტი ენერგიული და ემოციური პრელუდია, სანამ სქესობრივ კავშირს შეძლებთ. რაცარ უნდა იყოს, იყავით მომთმენი საკუთარი თავის მიმართ და დააკვირდით თქვენი სურვილის ცვლილებას, რაც ძალიან საინტერესოა!
მიუხედავად იმისა, რომ სექსუალობა და გენდერული იდენტობა ორი განსხვავებული რამ არის, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ გენდერულ ტრანზიციასთან ერთად(როგორც სხვების შეხედულებისამებრ, ისე საკუთარი თავის დანახვისას) ხდება ცვლილებები მათ სექსუალურ სურვილებში ან მიზიდულობაში. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენ განიცდით ყურადღებას ახალი ტიპის ადამიანების მხრიდან. თუ ადრე ძლიერად იდენტიფიცირდებოდით კონკრეტულ სექსუალურ ორიენტაციასთან ან ტერმინოლოგიასთან, შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი ურთიერთობები ან სექსუალური იდენტობა შეიძლება სხვაგავარდა წარმოჩინდეს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, რომ თქვენ იზიდავთ და გიზიდავენ სულ სხვა ტიპის ადამიანები, ვიდრე ადრე. ეს შეიძლება იყოს, როგორც ფანტაზიებში, ასევე პორნოს ტიპი, რომლებსაც უყურებთ.
ზოგიერთი ადამიანს იზიდავს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, სადაც ნაკლებად არის საჭირო საკუთარი თავის ან საკუთარი სხეულის ახსნა. ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს სხვა ტრანსგენდერ, არაბინალურ და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების გაცნობასა და მათთან სექსუალურ კავშირს. თუმცა ეს არ არის ყველას გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ შეხვდეთ საკუთარ თავს თანაგრძნობითა და გაგებით, როდესაც გადიხართ გენდერულ ტრანზიციას.
- შეიძლებანაკლებად განიცადოთ გენდერული შეუსაბამობა ან დისფორია.
ახლა, როცა დაიწყეთ ტესტოსტერონის HRT, შესაძლოა, საკუთარ სხეულში თავს უფრო კარგადგრძნობდეთ. ჩანაცვლებითმა ჰორმონულმა თერაპიამ შეიძლება მნიშვნელოვნადშეამსუბუქოს გენდერული დისფორიის რაოდენობა, რომელსაც ყოველდღიურად განიცდით. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გარკვეული დრო სჭირდება თქვენს სხეულში არსებულ ყველაახალი ცვლილების შეგუებას, მიეცით საკუთარ თავს უფლება მაქსიმალური სიამოვნებამიიღოთ ამ პროცესისაგან.
თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავი ნაკლებად შეზღუდულად, უფრო რეალიზებულად თუკი თავსსაშუალებას მისცემთ აღმოაჩინოთ ახალი შეგრძნებები.
ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მათი დისფორია ახლა გადადის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მაშ შემდეგ რაც მათ დაიწყეს ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია. მნიშვნელოვანია თქვენი სხეულის ხელახლა გაცნობა გენდერული ტრანზიციის ნებისმიერი ეტაპის შემდეგ, იქნება ეს ჰორმონები, ოპერაციები თუ სხვა ცვლილებები. დარწმუნდით, რომ ამ პროცესის დროს იყოთ კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ. თუ გაწუხებთ თქვენი სექსუალურობა და ცვლილებები თქვენს სქესობრივ ცხოვრებაში, აუცილებლად მიმართეთ სექსოლოგს.
მათთვის, ვინც მზად არის დაიწყონ ტესტოსტერონის მიღება შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ„ქვიარ ასოციაცია – თემიდაში“ , რადგან მოგაწოდოთ იმ მეგობრული კლინიკებისა დაპროფესიონალების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც დაგეხმარებიან.