პუბლიკაციის ავტორი: თამარ ზურაშვილი

წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოში ტრანს* ადამიანებისთვის აივ ინფექციის პრევენცული ღონისძიებების, ასევე მკურნალობასთან დაკავშირებული საქმიანობების დაგეგმვასა და ადვოკატირებას.  დოკუმენტი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ტრანს* ადამიანებისთვის აივ/შიდსის სერვისების ყოვლისმომცველი პაკეტის საქართველოსთვის ადაპტირებულ ვერსიას.

აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა 2021 წელს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ევრაზიის კოალიცია ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერისა და სექსუალური მრავალფეროვნების შესახებ“ (ECOM) მხარდაჭერით.

დოკუმენტის სამუშაო ვერსია განხილული იქნა ფოკუს ჯგუფის დისკუსიაზე საქართველოს ტრანს* თემის წარმომადგენლებთან და მათი კომენტარები შესაბამისად იქნა გათვალისწინებული ადაპტაციის პროცესში. ღონისძიებების ნაკრები მთლიანად შეესაბამება ამ სფეროს ძირითად დოკუმენტს – TRANSIT-ს (Trans Implementation Tool).

პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ:  აივ/შიდსის სერვისების ყოვლისმომცველი პაკეტი ტრანს* ადამიანებისთვის