“ქვიარ ასოციაცია – თემიდა” თავდაპირველად დაარსდა 2015 წელს, “ქალთა ფონდი საქართველოშის” მხარდაჭერით, როგორც ქალთა კლუბი. კლუბის მიზანი იყო საქართველოში ფემინისტური მოძრაობის გაძლიერება და ტრანს-ფემინიზმის მხარდაჭერა. ორგანიზაციაში 2019 წლიდან აირჩა ახალი გამგეობა და დღეს ორგანიზაცია პოზიციონირებს, როგორც ტრანს ლედ, ქვიარ აქტივისტური ორგანიზაცია.
“თემიდა” [ქვიარ-აქტივისტური, მემარცხენე / ტრანს] სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის.
ორგანიზაციის მიზანია ტრანსი ადამიანებისთვის ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობა, სადაც მათი საჭიროებები, წუხილები, გამოწვევები და უფლებები აღიარებულია და მხარდაჭერილი სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ.
ჩვენი ამოცანაა ტრანს ადამიანების ხმების, აგენტობის და მონაწილეობის გაძლიერება და თემის თვით-ორგანიზების ხელშეწყობა, რასაც ტრანს ადამიანების პირდაპირი მხარდაჭერის, გაძლიერების და სოლიდარული კავშირების მშენებლობისა გზით მივაღწევთ.
ამ ცვლილებების მისაღწევად ჩვენ ვმუშაობთ თემის გაძლიერებასა და დემოკრატიულ თვით-ორგანიზებაზე. თუმცა უფრო ფართე ცვლილებებისთვის ჩვენ ასევე ვქმნით კავშირებსა და ალიანსებს სხვა ქვიარ და ადამიანის უფლებათა აქტორებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. მეტიც, ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ დამოუკიდებელი ტრანს და ფემინისტური ჯგუფები და ინიციატივები.
ორგანიზაციის მუშაობის სტრატეგიული მიმართულებები:
- ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის სამართლიანი, ღირსეული და თანასწორი პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური გარემოს შექმნა, რომელიც კვლევაზე დაფუძნებული, მონაწილეობითი ადვოკატირების გზით მიიღწევა;
- დემოკრატიული, არაიერარქიული, სოლიდარული ტრანს თემის მშენებლობა, რომელიც თემის წევრებისთვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებითა და რადიკალური გარდაქმნებისთვის თემის დემოკრატიული თვით-ორგანიზების და კოლექტიური მოქმედების გზებით მიიღწევა;
- პატრიარქალური, ეკონომიკური და კულტურული ჩაგვრების შესახებ კრიტიკული ცოდნის შექმნა და საზოგადოებრივი დისკუსიების, ასევე ქვიარ და ტრანს ადამიანების გამოცდილებების, ყოფის ხილვადობის ხელშეწყობა, სადაც არსებითად მნიშვნელოვანია ზიანის მიყენების, ობიექტივიზაციის და ვიქტიმიზაციის არ დაშვების პრინციპების დაცვა;
- სოლიდარული კავშირების შენება იმ ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრესულ აქტივისტურ ჯგუფებთან, ორგანიზაციებთან და ალიანსებთან, რომელიც ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან და ორგანიზდებიან.
- “ქვიარ ასოციაცია თემიდას” მისია შეგიძლიათ სრულად იხილეთ შემდეგ ბმულზე: თემიდა-მისია
- ორგანიზაციის ანტიკორუფციული პოლიტიკის დოუკემენტი იხილეთ: ანტიკორუფციული-პოლიტიკა-თემიდა
ორგანიზაციის პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი იხილეთ: პერსონალური-ინფორმაციის -დაცვის-პოლიტიკა-თემიდა