გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის რეკომენდაციები სოგის საკითხებზე

ავტორი: ფიქრია ეპიტაშვილი

თუ ჩვენ ყველა ვისწრაფვით უფრო მეტად ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოებისაკენ, აუცილებელია გვახსოვდეს რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (SOGI) საკითხების მოგვარება. SOGI-ის საკითხებში დამოუკიდებელმა ექსპერტმა 2018 წელს ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ გამოსცა ყოვლისმომცველი რეკომენდაციები საქართველოსთვის, რომლის მიზანია ქვეყანა მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმღები და ინკლუზიური ლგბტქ მოქალაქეების მიმართ. ჩვენს ბლოგში ვისაუბრებთ სწორედ ამ რეკომენდაციებზე და მათ როლზე კონკრეტულად საქართველოს რეალობაში.

თუმცა მოდით დავიწყოთ ცოტა შორიდან, ვისაუბროთ საერთოდაც ვინ არის SOGI-ის საკითხებში დამოუკიდებელმა ექსპერტი და რა მანდატი აქვს მას..

ადაიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, ღირსებითა და უფლებებით, ყოველგვარი განსხვავებების გარეშე. მაგრამ ძალადობა და დისკრიმინაცია ადამიანების მიმართ მათი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო მაინც მრავლად ხდება მსოფლიოს ყველა რეგიონში.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად და საკითხზე სამუშაოდ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ შექმნა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის მანდატი.

დამოუკიდებელ ექსპერტს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში უფლება აქვს გამოიკვლიოს უკეთესი დაცვის მექანიზმები ადამიანებისათვის რომლებიც არიან ძალადობისა და ცრურწმენების მსხვერპლი მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო, ასეთი დაცვის მექანიზმები შესაძლოა იყოს: ადამიანის უფლებების საკითხებში დადგენილი სტანდარტების გამოყენების შეფასება, საუკეთესო პრაქტიკებისა  და ხარვეზების იდენტიფიცირება, ამ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება, ძალადობისა და დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა სახელმწიფოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, LGBTQ+ ადამიანების უკეთ დასაცავად, ტექნიკური მხარდაჭერა, საერთაშორისო თანამშრომლობა შესაძლებლობების განსავითარებლად და ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოსათვის გაცემულ რეკომენდაციებს, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დავის დამოუკიდებელი ექსპერტი ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი 2018 წლის 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში ვიზიტის ანგარიშში აფასებს ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. რეკომენდაციები გაცემული იყო ქვეყნის საერთო კლიმატის საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, ვიზიტამდე, მის დროს და მის შემდეგ შეგროვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ადგილობრივ LGBTQ+ თემთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციით, ჩაატარა სიღრმისეული ანალიზი რათა გაეგო კონკრეტული გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან ინდივიდები მათი SOGI-ის  ნიშნით საქართველოში.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ადამიანის მრავალფეროვნების ფუნდამენტური ასპექტებია. ადამიანების აღიარება და პატივისცემა, განურჩევლად მათი SOGI-ის, ნიშნით, არის ადამიანის უფლებების ქვაკუთხედი. დამოუკიდებელი ექსპერტი ხაზს უსვამს ქართულ საზოგადოებაში იდენტობების მდიდარ მრავალფეროვნებას და მათი აღიარებისა და დაფასების მნიშვნელობას.

რაც შეეხება კონკრეტულად რეკომენდაციებს, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მიზნად ისახავს SOGI განათლების ინტეგრირებას ეროვნულ სასწავლო გეგმაში. განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების აღქმის ჩამოყალიბებაში და ადრეული ასაკიდანვე ურთიერთგაგების ხელშეწყობით, საქართველოს შეუძლია მომავალში გახდეს უფრო მეტად ტოლერანტული. გაცემული რეკომენდაცია მუთითებს  მრავალფეროვანი ნარატივების, ისტორიების და პოზიტიური მისაბაძი მოდელების ჩართვას  LGBTQ+ საზოგადოებისგან, განათლების სისტემაში, რათა შეიქმნას სასწავლო გეგმა, რომელიც ასახავს ქვეყნის მრავალფეროვანი მოსახლეობის რეალობას.

სამართლებრივი დაცვა და ანტიდისკრიმინაციული ზომები:

სამართლებრივი დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული ზომების უზრუნველყოფა აუცილებელია ადამიანების უფლებების დასაცავად, განურჩევლად მათი SOGI ნიშნისა. დამოუკიდებელი ექსპერტი რეკომენდაციას უწევს არსებული კანონების გადახედვასა და ცვლილებას, რათა შესაძლებელი გახდეს LGBTQ+ პირების უკეთესი დაცვა.  ეს ეხება ისეთ სენსიტიურ და მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი ცხოვრების უფლება. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებს ყველასთვის, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

მედიის წარმომადგენლობა და ინფორმირებულობა:

მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. დამოუკიდებელი ექსპერტის რეკომენდაციაში ხაზგასმულია LGBTQ+ ადამიანების პოზიტიური და სწორი წარმოდგენის მნიშვნელობა მედიაში. მრავალფეროვანი და ინკლუზიური მედია ლანდშაფტის ხელშეწყობით, საქართველოს შეუძლია დაუპირისპირდეს სტერეოტიპებს და ხელი შეუწყოს SOGI-ის საკითხების უკეთ გაგებას. ასევე რეკომენდებულია ცნობიერების ამაღლების კამპანიები მითებისა და მცდარი წარმოდგენების გასაქარწყლებლად, რაც ხელს უწყობს უფრო ინფორმირებული და ტოლერანი საზოგადოების შექმნას.

 

თანასწორობა ჯანდაცვის სფეროში:

 

დამოუკიდებელი ექსპერტი დიდ აქცენტს აკეთებს ჯანდაცვაზე თანაბარ ხელმისაწვდომობაზე ყველასთვის, განურჩევლად SOGI-ისა.  რეკომენდაციაში გაწერილია ჯანდაცვის პროვაიდერთა თანამშრომლების ტრენინგების აუცილებლობა, რათა ისინი იყვნენ უფო მგრძნობიარენი LGBTQ+ ინდივიდების უნიკალური საჭიროებების მიმართ. ინკლუზიური ჯანდაცვის სისტემის შექმნა უზრუნველყოფს, რომ ყველას შეუძლია მიიღოს ხარისხიანი სერვისები დისკრიმინაციის ან სტიგმის შიშის გარეშე, რაც ხელს უწყობს ერის საერთო კეთილდღეობას.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ SOGI-ის დამოუკიდებელი ექსპერტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, წინ წაიწიოს საზოგადოების შექმნაში, რომელიც აფასებს მრავალფეროვნებას და ინკლუზიას. მინდა ასევე ხაზი გავუსვა ამ რეკომენდაციების ტრასფორმაციის და ადაპრტირების პოტენციალს სამომავლო პერსპექტივაში, მომავლის, რომელშიც ყველას, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა, შეუძლია იცხოვროს დისკრიმინაციისა და ცრურწმენებისგან თავისუფლად. ამ ღონისძიებების განხორციელებით საქართველოს შეუძლია პოზიციონირება მოახდინოს პროგრესისა და თანასწორობის შუქურად, რაც მაგალითის მიმცემი იქნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის.