დეკემბრის თვეში ორგანიზაცია თემიდამ დაიწყო ცნობიერების ამაღლების კამპანია სოციალურ ქსელში, რომელიც შეეხება ტრანს* და ქვიარ თემის მდგომარეობასა და გამოწვევებს დასაქმების სფეროში. კამპანიის მიზანია, წინ წამოსწიოს თემის საჭიროებები და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილზე ანტიდისკრიმინაციული და თემის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის აქტუალიზებასა და დანერგვას.

სოციალურ ქსელებში თემიდას გვერდზე უკვე განთავსდა კამპანიის ფარგლებში მომზადებული პირველი ვიდეო: ლგბტქ თემის გამოწვევები შრომის ბაზარზე: არსებული მდგომარეობა და გამოსავლებივიდეოში ადამიანის უფლებების იურისტი, ლელა გვიშიანი საუბრობს შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე და იმ ბარიერებზე, რომელსაც ქვიარ თემის წევრები აწყდებიან სამუშაო ადგილის ძიების პროცესში ან/და უშუალოდ დასაქმების ადგილზე. ლელა გვიშიანი მიმოიხილავს სახელმწიფოს პოლიტიკასა და იმ სისტემურ პრობლემებს, რომლებიც თემის წევრებისათვის წარმოქმნის მნიშვნელოვან ბარიერებს და ტოვებს მათ შრომის ბაზრის მიღმა, ან სთავაზობს მხოლოდ დაბალ ანაზღაურებად, არაფორმალურ სექტორში მუშაობის შესაძლებლობას.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ასევე მომზადდება და თემიდას Facebook და Instagram გვერდებზე განთავსდება კიდევ რამდენიმე თემატური ვიდეო და საინფორმაციო პოსტერი.