“ქვიარ ასოციაცია – თემიდამ” მორიგი პუბლიკაცია გამოსცა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ.
პუბლიკაციაში ხშირად დასმული შეკითხვების FAQ ფორმატში განხილულია გავრცელებული სგგი-ები, მათი ნიშნები, პრევენციის და მკურნალობის შესახებ ინფორმაცია.
პუბლიკაცია ბუკლეტის სახით გამოიცემა და მის აღებას ორგანიზაციის სათემო ცენტრში შეძლებთ. ასევე პუბლიკაციას მიიღებთ Selftest.ge – ზე “თემიდას” აივზე თვითტესტირებისა და პრევენციის ნაკრების T – PACK-ის გამოწერისას.
პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია იხილეთ აქ
ტექსტის რედაქტორი: ბექა გაბადაძე
გრაფიკული დიზაინი: ნინო დულარიძე
პუბლიკაცია მომზადდა “თანასწორობის მოძრაობის” და “თემიდას” თანამშრომლობით პროექტის „აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა ტრანსგენდერ პირებში“ ფარგლებში, რომელიც გლობალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.