“ქვიარ ასოციაცია – თემიდა” აცხადებს კონკურს გამგეობის წევრების შესარჩევად.
ორგანიზაცია ეძებს გამგეობის მოხალისე წევრებს, რომლებიც იზაირებენ ორგანიზაციის ღირებულებებს.
“თემიდა” ქვიარ-აქტივისტური / ტრანს სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის.
ხედვა
ჩვენ, გვჯერა თანასწორი, სამართლიანი და სოლიდარული საზოგადოების იდეის და მივისწრაფვით იმისკენ, რომ უახლოეს მომავალში შევქმნათ [ჰომო-ბი-]ტრანსფობიისგან და პატრიარქალური იერარქიებისგან თავისუფალი საზოგადოება და პოლიტიკა, სადაც უზრუნველყოფილია ტრანს და ქვიარ ადმიანების საბაზისო საჭიროებები და უფლებები, ტრანს თემს გააჩნია საკუთარი ხმა, აგენტობა და გავლენას ახდენს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და გადაწყვეტილებებზე.
მისია
ჩვენი მიზანია ტრანსი ადამიანებისთვის ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობა, სადაც მათი საჭიროებები, წუხილები, გამოწვევები და უფლებები აღიარებულია და მხარდაჭერილი სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ.
ჩვენი ამოცანაა ტრანს ადამიანების ხმების, აგენტობის და მონაწილეობის გაძლიერება და თემის თვით-ორგანიზების ხელშეწყობა, რასაც ტრანს ადამიანების პირდაპირი მხარდაჭერის, გაძლიერების და სოლიდარული კავშირების მშენებლობისა გზით მივაღწევთ.
ამ ცვლილებების მისაღწევად ჩვენ ვმუშაობთ თემის გაძლიერებასა და დემოკრატიულ თვით-ორგანიზებაზე. თუმცა უფრო ფართე ცვლილებებისთვის ჩვენ ასევე ვქმნით კავშირებსა და ალიანსებს სხვა ქვიარ და ადამიანის უფლებათა აქტორებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. მეტიც, ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ დამოუკიდებელი ტრანს და ფემინისტური ჯგუფები და ინიციატივები.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
საქმიანობის ხანგრძლივობა: 3 წელი
გამგეობის წევრის მოვალეობები:
- გამგეობის წევრთაგან ფარული ან ღია კენჭისყრით აირჩევა გამგეობის
თავმჯდომარე. - გამგეობა ირჩევს ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს.
- მონაწილეობს გამგეობის სხდომებში, რომელიც იმართება კვარტალში ერთხელ;
- მონაწილეობს ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში და
განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; - ამტკიცებს ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;
- აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ორგანიზაციის
სტრატეგიულ მიმართულებებს, ორგანიზაციულ სტრუქტურას და განსაზღვრავს
სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს; - იღებს გადაწყვეტილებას წევრთა გარიცხვის შესახებ;
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება განსაკუთრებით არარეპრეზენტირებული თემის წევრებს: არაბინარულ ადამიანებს, ტრანს ქალებს, ტრანს კაცებსა და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოხატეთ თქვენი ინტერესი მეილზე: temida.club@gmail.com
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 26 აპრილი, 2023 წელი.