Ტორნადოს
(ხალხური)
ნუღარ ტირიხარ
მერე რა, რომ გიღალატა შენმა სხეულმა.
ნუღარ ტირიხარ
მერე რა, თუ გიღალატა
დასუსტებულმა
ნერვების ქსელმა
და დაძარღვულ ყელს
შემოაჭდო უცხო ხელები.
ნუღარ დასტირი
თბილი სხეულის
ცოცხალ უჯრედებს.
ნუღარ დასტირი საშვილოსნოდან აღმომხდარ ექოს.
გამოიგლოვე
შენ უნებართვოდ
დადებული ეკლიანი პირობის კვალი
და ზღვარი
და ათასი შლამი.
გამოიგლოვე უკანასკნელად
და ამოვარდი როგორც ქარი
ზღვის სიღრმეებში მოხეტიალე
ტორნადოს მსგავსი.
მე დაგიკოცნი
ნაიარევ ლამაზ ჭრილობებს
ყურადღებით მოვუსმენ ამბავს
მოსაყოლი ექნებათ ალბათ
მოსაყოლი ექნებათ ბევრი
მოსაყოლი ექნებათ რადგან
ჩვენ ვიცით რატომ
ჩვენ ვიცით მარტო
ჩვენ ვიცით რადგან
შენი ჭრილობის კვალი
ატყვია ჩემს სხეულს
რადგან
ჩვენ ვიცით მარტო
ჩვენ ვიცით რატომ
ჩვენ ვიცით რადგან
უსიყვარულო ჩვენი ხორცი
ოცნებობს მტრობას
ოცნებობს ავდარს
ოცნებობს დაღლას
ყოველ ჯერზე უადგილო
დაუსრულებელ ნაცნობ განსვლას
დაკარგვის თამაშს
სირცხვილის გემოს
გადალახვის უეჭველ ტალღას.
ჩვენ ვიცით რატომ
ჩვენ ვიცით მარტო
ჩვენ ვიცით რადგან
მე მიყვარს შენი
ყოველი მარცხი
ვაღმერთებ ყოველ
ნატკენ იარას
შენი გაჭრილი
სხეულის კვალი
ატყვია ჩემს ხორცს
ატყვია რადგან
ჩვენ ვიცით რატომ
ჩვენ ვიცით მარტო
ჩვენ ვიცით რადგან
ხალხური ( ამხანგს , ძვირფასი ამხანაგისგან)
ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ “ბიანკას” პირველ გამოცემაში “სხეული: შესაძლბებლობა და საშიშროება”