“ქვიარ ასოციაცია – თემიდა” წარმოგიდგენთ პრაქტიკულ გზამკვლევს ტრანს და გენდერულად არაკონფორმული ადამიანებისათვის.
პუბლიკაცია მიმოიხილავს ქვეყანაში არსებული სახელის და გენდერული მარკერის ცვლილების არსებულ პრაქტიკას, ტრანსჯანდაცვის სერვისებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას, რომელიც ტრანს პირებს დაეხმარება გენდერულ აფირმაციაში.
პუბლიკაცია ბუკლეტის სახით გამოიცა და მის აღება თბილისისა და ბათუმის სათემო ცენტრში შეგიძლიათ. ასევე პუბლიკაციას მიიღებთ Selftest.ge – ზე “თემიდას” აივზე თვითტესტირებისა და პრევენციის ნაკრების T – PACK-ის გამოწერისას.
პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია იხილეთ აქ
ტექსტის რედაქტორი: ქეთი ბახტაძე
გრაფიკული დიზაინი: ნინო დულარიძე
პუბლიკაცია მომზადდა “თანასწორობის მოძრაობის” და “თემიდას” თანამშრომლობით პროექტის „აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა ტრანსგენდერ პირებში“ ფარგლებში, რომელიც გლობალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.