სახელწოდება: ტრანს პოზიტიური ხილვადობისათვის
დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში
განხორციელების თარიღი: აგვისტო 1, 2021 – ნოემბერი 30, 2021
პროექტის მიზნები: ქვეყანაში ტრანს სენსიტიური და კომპეტენტური ჯანდაცვის სერვისების ხელშეწყობა, დეპათოლოგიზაციისა და ტრანს სენსიტიური სერვისების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიმღებ პირებში და ჯანდაცვის სპეციალისტებში. ტრანს ჯანდაცვისა და დეპათოლოგიზაციის საკითხებზე მხარდამჭერთა ინფორმირება.
პროექტის ამოცანები:
ამოცანა 1. დეპათოლოგიზაციისა და ტრანს სენსიტიური სერვისების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიმღებ პირებში და ჯანდაცვის
სპეციალისტებში.
ამოცანა 2. ტრანს ჯანდაცვისა და დეპათოლოგიზაციის საკითხებზე მხარდამჭერთა ინფორმირება
განხორციელებული საქმიანობა:
- ,,ქალთა ფონდის საქართველოში’’ მხარდაჭერით „ქვიარ ასოციაცია – თემიდამ“ 2021 წლის 20 ნოემბერს გამართა რიგით მესამე ტრანსკონფერენცია. სიმბოლურად ტრანსკონფერენციის თარიღი დაემთხვა ტრანსი*ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეს. კონფერენციის თემას წარმოადგენდა ტრანს სენსიტიური ჯანდაცვის სერვისები და ტრანსგენდერობის დეპათოლიგიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ტრანსკოკონფერენციას ჯამში 60 მდე სტუმარი ესწრებოდა.ტრანსკონფერეციაზე გაერთიანდნენ ჯანდაცვის, ბიოეთიკის, ფსიქოსოციალური განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტები, მკვლევრები, ტრანს ადამიანები, ტრანს- და აივ- საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, სექს-მუშაკები, აქტივისტები. კონფერენციას ესწრებოდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თბილისის ოფისის და ნიდერლანდების საელჩოს თანამშრომლები, ასევე წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან. ტრანსკონფერენციაზე განხილული თემატიკა ძირითად აქცენტირებული იყო ტრანს კომპეტენტური და მეგობრული ჯანდაცვის სერვისების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
ტრანსკონფერენციის შესახებ მომზადებული ვიდეო იხილეთ ჩვენს Youtube არხზე. - მომზადდა გრაფიკული პოსტერები თემიდას სერვისებზე თემის ინფორმირების გაზრდისათვის
- მომზადდა ორი ვიდეო ტრანზიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე:
👉გენდერული ტრანზიცია - ეთიკა თუ ესთეტიკა? 👉არიან თუ არა ტრანსგენდერი ადამიანები ავადმყოფები?