მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ყირგიზეთის მთავრობის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლებიც კრებითად ცნობილია როგორც „რუსული კანონი“, რაც მოიცავს ცვლილებებს კანონში არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ და ცვლილებებს ყირგიზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში.[1] საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია წინარე მოსმენებით სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობის გარეშე, ხოლო მათი შინაარსი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას რიგითი სამოქალაქო აქტივიზმისთვის. ამავდროულად, ცვლილებები ითვალისწინებს დისკრიმინაციულ მიდგომას არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიმართ და უქმნის სახელმწიფოს შესაძლებლობას, ჩაერიოს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში და დასაბუთების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია. ცვლილებები ქმნის საფუძვლიან საფრთხეს ყირგიზეთის თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და არსებულ რეპრესიულ კაანონმდებლობაში უფრო მეტად აღრმავებენ საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლებისთვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებისთვის და ხელს უშლიან კრიტიკული მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივისტების ნორმალურ მუშაობას.

ყირგიზეთის იურისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ექსპერტების თანახმად, ცვლილებების პაკეტი დაახლოებით 90%-ით იმეორებს 2012 წლის ეგრეთწოდებულ „აგენტების კანონს“ რომელიც პირველად დაინერგა რუსეთში, რომელიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებით,[2]  ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.[3] ყირგიზეთში ინიცირებული ანალოგიური კანონპროექტი ასევე ეწინააღმდეგება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-20 მუხლს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის 22-ე მუხლს. ყირგიზეთში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკეს ეუთომ და ვენეციის კომისიამ, რადგანაც ცვლილებების მიღება გამოიწვევს დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების პარალიზებას, და დანერგავს მთავრობის სრულ კონტროლს სამოქალაქო საზოგადოებაზე.

ბოლო თვეების განმავლობაში მზარდია რეპრესიები ყირგიზული სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ – გახშირდა სისხლის სამართლებრივი დევნა, ექსტრადიციები, მრავალმილიონიანი სასამართლო დავები, საინფორმაციო დეზინფორმაციული კამპანიები, კიბერ ბულინგი ყალბი სოციალური მედიის ანგარიშების მეშვეობით; ასევე ეწყობა ორგანიზებული საპროტესტო აქციები სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, სადაც ჟღერდება ძალადობის ღია მოწოდებები, პოლიციის მხრიდან ყოველგვარი რეაგირების გარეშე. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 180 ქვეყანას შორის, ყირგიზეთმა ჩამოინაცვლა 50 ადგილით და აღმოჩნდა 122-ე ადგილზე მედია თავისუფლების რეიტინგში (რეპორტიორები საზღვრების გარეშე).

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა და ვენეციის კომისიამ უკვე გამოხატეს შეშფოთება ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ, 8 საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, მათ შორის – საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ჰელსინკის ფონდი ადამიანის უფლებებისთვის, Frontline Defenders, Freedom Now, Human Rights Watch, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია, მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ – ორგანიზაციებმა მიუთითეს, რომ ცვლილებები საფრთხეს უქმნის ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოებას.

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა – მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა, პირადად გამოვცადეთ სამოქალაქო სივრცის გაუარესება, და ამ გამოწვევის წინაშე დავდექით 2023 წლის თებერვალში, როდესაც მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა საქართველოში. ცხადია, რომ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევები იგივე სისტემას იმეორებს და შესაბამისად, აუცილებელია ამ გამოწვევებზე ერთიანი რეაგირება, რათა შევინარჩუნოთ რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები ჩვენს სახელმწიფოებში, სადაც თავისუფლების თითოეული კუნძული წარმოადგენს იმედს ადამიანის უფლებათა აქტივისტებისთვის მთელს რეგიონში. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს – საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებს, მედიას, ორგანიზაციებს და აქტივისტებს მსოფლიოს მასშტაბით, შემოგვიერთდნენ ყირგიზული მედიისა და და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაში, მათ შორის, ინფორმაციის გავრცელებითა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებით, ყირგიზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და რეპრესიული კანონმდებლობის წინააღმდეგ, რაც პრევენციულ ხასიათს ატარებს სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

Signed by:

▪    Caucasus Open Space (COS)

▪    Democracy Research Institute (DRI)

▪    Institute for Development of Freedom of Information (IDFI)

▪    Franklin Club

▪    iFact (Investigative Journalists’ Team)

▪    Georgian Charter of Journalistic Ethics

▪     SOVLAB (Soviet Past Research Laboratory)

▪    Georgian Society for Psychotrauma

▪    Temida

▪    Rights Georgia

▪    Qvemo Qartli media (qvemoqartli.ge)

▪    International Society for Fair Elections and Democracy (ISFED)

▪     Femina Fund

▪    Ilia’s Legal House (Iliasi)

▪    Mtskheta-Mtianeti Regional Hub

▪     Association of Disabled Women and Mothers of Disabled Children DEA

▪     Women’s Initiatives Supporting Group (WISG)

▪     Georgian Young Lawyers’ Association (GYLA)

▪     Women’s Association Gvirila

▪     Abkhazinterkonti

▪     Media Center Kakheti

▪     Governance Monitoring Center (GMC)

▪     Women Association Acting Together

▪     Solidarity Community

▪     Georgian Civil Development Association (GCDA)

▪     Eastern European Centre for Multiparty Democracy (EECMD)

▪     Internews Georgia

▪     Media Ombudsman

▪    Georgian Democracy Initiative (GDI)

▪    Union of Democrat Meskhs

▪    Media Club

▪    Media Development Foundation (MDF)

▪    Georgian Regional Media Association (GRMA)

▪    Women’s Fund Sokhumi

▪    Journalism resource center

▪    TOK TV

▪    Meeting Place Dmanisi

▪    Student Youth Council

▪    Center for Participation and Development

▪    Dev.ge

▪    Alliance of Regional Broadcasters

▪    Sapari

▪    Women Engage for a Common Future (WECF)

▪    Publika

▪    Georgian Rural Council

▪     Open Society Georgia Foundation (OSGF)

▪    Prevention for Progress (PFP)

▪     Equality Movement

▪    Democracy Defenders

▪    Chavchavadze Center

▪    Civil Solidarity Fund

▪    EuroClub Kvareli

▪    Mtsvaneebi – the Georgian Greens

▪    Students against Russian Law

▪   Youth for Democratic Changes

▪    Civil Society Development Centre (CSDC)

▪    Media April

▪    Center for Information and Counseling on Reproductive Health – Tanadgoma

▪    Knews.ge (Kakhetis Khma)

▪    Media House – Samkhretis Karibche

▪    Kutaisi Post

▪    Akhalkalaki Business Center

▪    Aliq Media Georgia

▪    Puspussy Team

▪    Center for Social Sciences

▪    Taso Foundation

 

[1] საკანონმდებლო ცვლილებები 2014 წლიდან რამდენჯერმე დარეგისტრირდა ყირგიზეთში სხვადასხვა ფორმით, თუმცა თითოეული ინიციატივა იმეორებს პირველი, 2015 წლის 26 მაისის შინაარს.

[2] ეკოდეფენსი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხადზე ##9988/13(2022წელი, 14 ივნისი), სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ინგლისურად შემდეგ ბმულზე.

[3] „მართალია, ყირგიზეთის რესპუბლიკა არ არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, თუმცა, როგორც ვენეციის კომისიის წევრი სახელმწიფოსთვის, მისთვის აქტუალურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები შედარებითი პერსპექტივისთვის.“ – პუნქტი 14 (გვერდი 9), ეუთოს მიერ გამოქვეყნებული მოსაზრება ყირგიზეთში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, 2023 წლის 24 მაისის პუბლიკაცია, ხელმისაწვდომი სრულად ინგლისურ ენაზე, შემდეგ ბმულზე