ქვიარ ასოციაცია – თემიდა აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის ოფიცრის პოზიციაზე.
„თემიდა“ ქვიარ-აქტივისტური, ტრანს სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის.
ფუნქცია–მოვალეობები:
- ორგანიზაციის საკომუნიკაციო არხების (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram, Tiktok, Youtube, ვებგვერდი, Dating apps) ადმინისტრირება; ორგანიზაციის პუბლიკაციებისა და ვიზუალური კონტენტის (ვიდეო, ფოტო და სხვა) გამოქვეყნება და განახლება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ციფრული და სტრატეგიული პროექტების კონცეფციისა და ვიზუალური მასალის შექმნის დაგეგმვა და პროცესის მართვა;
- სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნაში მონაწილეობა, დავალებების (ბრიფის) დაწერა, პროცესის კურირება და აღსრულება;
- სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელება;
- სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
- სფეროში არსებული ტენდენციების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
- სოციალური არხების შედეგების პერიოდული ანალიზი და ანგარიშგება;
- კომუნიკაციების გუნდის დახმარება და რელევანტური სამუშაო დავალებების შესრულება.
- გუნდის შიდა კომუნიკაციის არხების მართვა/ინფორმირება
საჭირო კვალიფიკაცია:
- ბაკალავრის ხარისხი მედიის, კომუნიკაციების ან სხვა შესაბამის სფეროში;
- მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული სფეროს მიმართულებით.
უნარ–ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- სამუშაო პროცესის სათანადო დაგეგმარება და ორგანიზება;
- პროაქტიული ხედვები და ინიციატივები;
- ვიზუალური და შემოქმედებითი ხედვა;
- პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
- სტრესის მართვა;
- კოლექტიური მუშაობა.
პროფესიული და სპეციფიური მოთხოვნები/უნარები:
- ქართულ და ინგლისურ ენებზე საუბრისა და წერის უნარი;
- სოციალური მედიაში კამპანიების მართვის გამოცდილება;
- Google Analytics, Facebook Ads Manager-ის ცოდნა;
- ქოფირაითინგის პრინციპების ცოდნა;
- სასურველია გრაფიკული (Adobe Photoshop, Illustrator) და სამონტაჟო პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
სამუშაო პირობებთან დაკავშირებული დამატებითი იფნორმაცია:
- სახელფასო განაკვეთი: მინიმალური ხელფასი 2250 – (დარიცხული ხელფასი) – დანამატი გამოცდილების შესაბამისად
- სამუშაოს შესრულების დრო: ივლისი – სექტემბერი
- ადგილი: თბილისი;
- სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (საოფისე/დისტანციური);
- სამუშაო დრო: 24 სამუშაო საათი კვირაში
- ხელმძღვანელი: პროექტის მენეჯერი
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- რეზიუმე
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: temida.club@gmail.com
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ – კომუნიკაციების ოფიცერი
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და გასაუბრების საფუძველზე; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დამატებით იყოს კონკრეტული დავალების შესრულება.
„თემიდა“ დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.
მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ივნისი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:
- ელ–ფოსტა: beka.civic@yahoo.com
- ვებგვერდი: temida.org.ge
- https://www.facebook.com/Temida.LGBTQI