დეკემბრის თვეში ქვიარ ასოციაცია თემიდამ თემის წევრებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გამართა 2 ვორკშოპი.
ორგანიზაცია ყოველთვიურად მართავს ანალოგიურ ვორკშოპებს, რომლებიც განკუთვნილია ტრანს* და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირებისთვის.
დასაქმების ვორკშოპების მიზანია, სამუშაოს მაძიებელ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობებზე, მათ შრომით უფლებებზე, ხელი შეუწყოს იმ უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას.
მეტი მოქნილობისა და თემის წევრების საჭიროებების გათვალისწინების მიზნით, 10 დეკემბერს ვორკშოპი გაიმართა ონლაინ ფორმატში, რათა დაინტერესებული პირების იმ ნაწილსაც შესძლებოდა ინფორმაციის მიღება, რომელიც ვერ ახერხებს ფიზიკურ შეხვედრებზე დასწრებას.
24 დეკემბერს გამართულ დასაქმების ვორკშოპს, გარდა დასაქმების კონსულტანტისა, უძღვებოდა იურისტი, რომელმაც თემის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია შრომითი უფლებებისა და იმ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რომლებიც დასაქმებულს იცავს ან/და უნდა იცავდეს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში.
თემიდა თემის წევრებს ასევე სთავაზობს პროფესიული კონსულტირების და კარიერის დაგეგმვის ინდივიდუალურ მომსახურებას. საქმიანობა ხორციელდება ორგანიზაციის ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით.
ინდივიდუალური კონსულტაციის ჩასანიშნად ან ყოველთვიურ ვორკშოპზე დასასწრებად მიმართეთ ორგანიზაციას Facebook გვერდზე ან დაუკავშირდით ნომერზე: +995 555 95 81 16