დასახელება: Პროექტი ბიანკა – ტრანს თემის მხარდაჭერა
დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
პროექტის ვადები: 2022-2023
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ტრანს თემის გაძლიერებას მისი წევრების მობილიზებით, ინფორმირებულობის გაზრდისა და სოციალური მუშაკის მომსახურების მიწოდების გზით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა: აღნიშნული პროექტის ფარგლებში, “თემიდა” მოახდენს თემის წევრების მობილიზებას კრეატიული ფორმით – Drag პერფორმანსების ორგანიზების საშუალებით და თემის წევრების მასში ჩართვით. პერფორმანსები დაფუძნებული იქნება მისი მონაწილეების მიერ ჩატარებულ მოკვლევაზე გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ისინი იმუშავებენ თემში აქტუალურ საკითხებზე და პერფორმანსების საშუალებით გააცნობენ მათ ფართო საზოგადოებას.
პროექტის ფარგლებში 50 ტრანსგენდერი პირი მიიღებს სოციალური მუშაკის მომსახურებას, ასევე მათი კვების და სამედიცინო საჭიროებებისათვის საჭირო რესურსებს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგია, მოხდება შესაბამისი ინფორმაციის სოციალურ ქსელებში გავრცელება.
ასევე, დამატებით, პროექტის ფარგლებში მოხდება რიგით მე-4 ეროვნული ტრანსკონფერენციის ნაწილობრივი დაფინანსება. ტრანსკონფერენციაზე “თემიდას” გუნდი განიხილავს ქვეყანაში ტრანს საკითხებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ორგანიზაციაში არსებულ სერვისებსა და ადვოკატირების პროცესებს, რომელშიც “ქვიარ ასოციაცია-თემიდა” და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან ჩართული.