სახიფათო პრაქტიკა – კონვესიული თერაპია
ავტორი: თიკო ნადირაშვილი
ადამიანები ხშირად ვერ ვიღებთ ჩვენს თავს ისეთებს, როგორებიც ვართ. ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ხშირად ჩვენსავე თავებში არ მდგომარეობს. ძირითადი მოთხოვნები , რომლებსაც ჩვენს თავს წავუყენებთ ხოლმე მომდინარეობს სწორედ საზოგადოებისაგან, იმ ჩამოყალიბებული სტანდარტისაგან, რომელშიც ყველა ადამიანს ყელზე წითელი ყელსახვევი და მუხლამდე ქვედაბოლო აცვია. ამ ტიპის დამოკიდებულებები განსაკუთრებით ხშირი და კიდევ უფრო რთულია ქვიარ თემისათვის. ხშირად მოითხოვს საზოგადოება , რომელიც ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიურია , რომ ყველა მათ ჰგავდეთ და არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობდეს ჰეტერონორმატიული სტანდარტების მიმართ და ის ვინც განსხვავებულია „განიკვეთოს“ საზოგადოებისაგან.
უცნაურია, თუმცა არა გასაკვირი, რომ ამ „განსხვავებულობის“ არადა სწორედ , რომ საკუთარ თავად ყოფნის წინააღმდეგ არა ერთი ხერხი მოიფიქრა სწორედ ამ „განმკვეთელმა“ საზოგადოებამ. სწორედ ამაზე მინდა მოგიყვეთ დღეს, LGBTQ თემაზე მომუშავე ინდივიდუალური ექსპერტის ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის 2020 წლის (Victor Madrigal-Borloz) კვლევის საგანზე „კონვერსიული თერაპია“ ანუ „გარდაქმნის თერაპია“.
“კონვერსიული თერაპია” გამოიყენება როგორც ქოლგა ტერმინი, რომელიც გულისხმობს შინაგანი რწმენის ფართო ბუნების საფუძველზე წამოწყებულ ჩარევას, რომელიც თავის თავში გულისხმობს, რომ შესაძლებელია (და აქვთ უფლება) ადამიანის სექსუალური ორიენატაციისა (გეი, ბისექსუალი და ლესბოსელი ადამიანების გაჰეტეროსექსუალება) და გენდერული იდენტობის (ტრანს გენდერისა და გენდერული იდენტობის სხვა ფორმების მის სისგენდერად (დაბადებით მიკუთვნებული სქესი) გარდაქმნა) შეცვლა. კონტექსტიდან გამომდინარე, ტერმინი მოიცავს მრავალ პრაქტიკასა და მეთოდს, რომელთაგან უმრავლესობა სამწუხაროდ არაა ცნობილი ჩვენთვის და შესაბამისად არც არის დოკუმენტირებული.
ტერმინი “თერაპია”, მომდინარეობს ბერძნულიდან და ნიშნავს “განკურნებას”. თუმცა, კი რელურად “კონვერსიული(გარდაქმნის) თერაპია” სრულიად საპირისპიროა: ის მოიცავს მავნე ინტერვენციებს, რომლებიც დაყრდნობილია იმ ცრუ გაბატონებულ აზრზე, რომ LGBTQI თემის წარმომადგენლები ავად არიან და ჰომოსექსუალიზმი არის „ავადმყოფობა“, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ჰეტერონორმატიული გარემოსა და სტანდარტების გაბატონებას. აღნიშნულის საპირწონედ კი აყენებენ ტკივილსა და ტანჯვას , როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად, თემის წევრებს და შესაბამისად იწვევენ გრძელვადიან შეუქცევად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებს. “კონვერსიული(გარდაქმნის) თერაპია” ამჟამად სამწუხაროდ გავრცელებულია მთელი მსოფლის მასშტაბით და ზემოქმედებს ყველა თემის წევრზე მიუხედავად მათი დაბადების ადგილისა.
ინდივიდუალურმა ექსპერტმა ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზმა (Victor Madrigal-Borloz) მისი მანდატის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტის დროს აღმოაჩინა მნიშნელოვანი ფაქტები, სწორედ კონვერსიული თერაპიის თაობაზე. მაგალითად მოზამბიკში მან მოისმინა ცნობები იმ პირებისგან, რომლებიც თავად ატარებდნენ ეგზორციზმის რიტუალებს ეკლესიებში ან იყვნენ ტრადიციული „მკურნალები“, რომლებიც ლესბოსელი ქალების ოჯახების თემის მიერ მოწყობილ ე.წ „გამოსასწორებელ იძულებას (გაუპატიურებას)“ იყენებდნენ მათი ოჯახის წევრების მიმართ, ეს თემი ავტორიტეტების რწმენაზე დაფუძნებულ ორგანიზაციებში სწორედ ამ ხერხით ცდილობდნენ მათი ოჯახის წევრების „გამოსწორებას“. ანალოგიურად, უკრაინაში, დამოუკიდებელი ექსპერტი შეხვდა 16 წლის გეი ახალგაზრდას, რომელიც იყო მშობლების მიერ გაგზავნილი ფსიქოლოგთან და მღვდელთან სამკურნალოდ და სინანულის გამოსახატავად. იგი იძულებული გახდა გაეწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი ძმასთან და მის მეგობრებთან, რომლებმაც გააძევეს იგი სახლიდან, ჩამოართვეს საარსებო წყარო და დაემუქრნენ ძალადობითა და სიკვდილით. საბოლოოდ კი ამ დამქანცველი პროცესის შემდგომ მან საბოლოოდ გადაწყვიტა დაეჯერებინა მისი ოჯახისთვის და „გამოსწორებულიყო“. იგი იძულებული გახდა „შეცვლილიყო“ მანამ სანამ არ იქნებოდა დამოუკიდებელი მის გადაწყვეტილებებში. ნუთუ წარმოგვიდგენია, ეს მოქმედებები რამდენად რთულია 16 წლის ადამიანისათვის? რამდენად რთულია იყო შენი თავი დღევანდელობაში და ამასთან ამ ზეწოლის გამო გახდე ის ვინც საზოგადოებას სურს.
კვლევის პროცესში დამოუკიდებელ ექსპერტი განსაკუთრებით გააკვირვა იმ პირების გამძლეობამ, რომლებთანაც მას ჰქონდა პირადი კომუნიკაცია და რამდენადაც მათი ცხოვრება აღმოჩნდა აღნიშნული პრაქტიკების სამიზნის ქვეშ. პიროვნების იდენტობის პათოლოგიად გამოცხადება და მისი წაშლის მცდელობები უარყოფს მათ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანს ან გენდერული მრავალფეროვნების არსებობას და საკუთარი თავის ზიზღის პროვოცირებას ახდენს, რასაც აქვს ღრმა შედეგები მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მთლიანობასა და კეთილდღეობაზე.
ბოლო კვლევებით, რესპონდენტებმა ისაუბრეს აღნიშნული პრაქტიკების სამიზნედ ყოფნის შედეგად მიღებულ ღრმა ტრავმებზე. გამოკითხვაში 100 (ასი) ქვეყნის 8000 რესპონდენტიდან 940 (ცხრაას ორმოცი) ადამიანმა აღიარა, რომ „კონვერსიულ (გარდაქმნის) თერაპიამ“ განუსაზღვრელად დიდი ზიანი მიაყენა. როცა სთხოვეს მოეთხროთ პრაქტიკის მთავარი შედეგების თაობაზე, მსხვერპლთა 4,5 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ გაუჩნდათ სუიციდური აზრები და მოხსენებული თანმდევი ზიანის სხვა ძირითადი ფორმები იყო მუდმივი ფიზიკური დაზიანება (1,8 პროცენტი) , სუიციდის მცდელობები (2,9 პროცენტი), დეპრესია (5,9 პროცენტი), შფოთვა (6,3 პროცენტი), სირცხვილი (6,1 პროცენტი), საკუთარი თავის სიძულვილი (4,1 პროცენტი) და რწმენის დაკარგვა (3,5 პროცენტი).
2012 წელს პანამერიკულმა ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „კონვერსიულ „გარდაქმნის“ თერაპიას“ არ ჰქონდა სამედიცინო დასაბუთება და სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობასა და უფლებებს. 2016 წელს მსოფლიო ფსიქიატრიულმა ასოციაციამ დაადგინა, რომ „არ არსებობს მყარი სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ თანდაყოლილი სექსუალური ორიენტაცია შეიძლება შეიცვალოს“. ზემოთხსენებული პოზიცია კი მხარდაჭერილია პროფესიული ასოციაციების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ხელმისაწვდომი საჯარო მოხსენებების ბოლოდროინდელმა მიმოხილვამ აღმოაჩინა წყაროები, რომლებიც მიუთითებენ იმის შესახებ , რომ „კონვერსიულ (გარდაქმნის) თერაპიის“ პრაქტიკა გვხვდება მსოფლიოს მასშტაბით მინიმუმ 68 ქვეყანაში. ანალოგიურად, სხვა რამდენიმე გამოკითხვის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული პრაქტიკები არსებობს მსოფლიოს ყველა რეგიონში. უმრავლესობა რესპონდენტებისა აფიქსირებს, რომ ამ ტიპის პრაქტიკები “ძალიან გავრცელებულია” აფრიკაში და „საკმაოდ გავრცელებულია“ ლათინურ ამერიკას, კარიბის ზღვის აუზსა და აზიაში. კვლევა ჩატარდა 2018 წელს შეერთებულ შტატებში, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ 698 000 ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი ან განსხვავებული გენდერული იდენტობის მოზრდილებიდან 18-დან 59 წლამდე და თითქმის 20 პროცენტი ზრდასრული ტრანს ადამიანებისა, რომლებსაც ოდესმე უსაუბრიათ პროფესიონალთან თავიანთი გენდერული იდენტობის შესახებ ცხოვრების გარკვეულ მომენტში იყვნენ „კონვერსიული (გარდაქმნის) თერაპიის“ მსხვერპლნი. ბოლო კვლევაში კი ცხადი გახდა, რომ ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში სულ მცირე 10 ორგანიზაცია მაინც არსებობს , რომლებიც ამჟამად ცდილობენ მეტად პოპულარული გახადონ „კონვერსიული (გარდაქმნის) თერაპია“ .
მაშინ როოდესაც ზოგიერთი პრაქტიკა პირდაპირ მიმართულია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობების შეცვლაზე, სხვები მიზნად ისახავს მხარი დაუჭირონ ინდივიდებს, რომ აკონტროლონ LGBQ თემის წევრებმა მათი „ვნება/სურვილი“ იმავე სქესის წარმომადგენლების მიმართ. აღნიშნული პრაქტიკის განმახორციელებლები ხშირად აერთიანებენ უამრავ მეთოდს, როგორებიცაა რელიგიური ინტერვენცია- ტრადიციული რიტუალები და/ან ფსევდო-სამედიცინო ან ფსიქიკური ჯანმრთელობის კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რომელიმე ერთი ტიპის ინტერვენცია არ მუშაობს. ვიეტნამში არის ცნობები , რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი და სხვა გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები იგზავნებიან ტრადიციულ მკურნალებთან და იმავდროულად გადიან ფსიქიატრიულ მკურნალობას. ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში მოხსენებები მიუთითებს, რომ სამედიცინო და ტრადიციული მიდგომები პრაქტიკულია, ხშირად წინადაცვეთის რიტუალებთან და რელიგიურ თაყვანისცემასთან ერთად.
ლესბოსელი ქალების ანგარიშებში ვკითხულობთ, რომ „კონვერსიული (გარდაქმნის) თერაპიის“ დროს მათ ბორკილები დაადეს, სცემეს, შეუზღუდეს წვდომა საკვებზე ან პირიქით აიძულეს მიეღოთ საკვები, აიძულეს გაშიშვლებულიყვნენ, აიძულეს იზოლაცია და გვაქვს ცნობები, რომ ეკვადორის ე.წ. “კლინიკებში” არსებობდა გაუპატიურების ფაქტებიც კი. ინფორმაცია ინტერამერიკულმა ადამიანის უფლებათა შესახებ კომისიამ გაავრცელა 2015 წელს.
სხვა კონტექსტში განხორციელებული სექსუალური ძალადობის პრაქტიკა ასევე დაკავშირებულია „გარდასახვის“ სავარაუდო ზრახვებთან. დამოუკიდებელი ექსპერტისთვის ხელმისაწვდომი მტკიცებულების ბაზა ასახავს გაუპატიურებების შემზარავ სურათს , რომელსაც გროტესკულად უწოდებენ “გამოსწორებას” . ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანს ქალებზე სექსუალური ძალადობის ფორმები არსებობს მსოფლიოს ყველა რეგიონში მათ შორის ინდოეთში, ნიგერიაში და სამხრეთ აფრიკაში და გეი და ტრანს მამაკაცების წინააღმდეგ მაგალითად კენიაში. უკანასკნელ გლობალურ გამოკითხვაში 870-ზე მეტმა ადამიანმა აღიარა, რომ მიიღო გამოცდილება ასეთი საზიზღარი მეთოდების მასზე ზემოქმედებისაგან, როგორიცაა: დაკავება ან პატიმრობა, ფიზიკური შეურაცხყოფა, გატაცება და იძულებითი ორსულობა.
გამოვლინდა სამი ძირითადი მიდგომა “კონვერსიის თერაპიის” პრაქტიკაში:
ფსიქოთერაპია
ჩარევები, რომლებიც ეფუძნება რწმენას, რომ სექსუალური ან გენდერული მრავალფეროვნება არის პროდუქტი არასწორი აღზრდისა და ცხოვრებისეული გამოცდილებების. ვარიაციები მოიცავს ფსიქოდინამიკურ, ქცევით, კოგნიტურ და ინტერპერსონალურ თერაპიას. გამოყენებულ მეთოდია ზიზღი (ელექტრო შოკი, გულისრევის გამომწვევი ან დამბლის გამომწვევი ნარკოტიკები) , რომლის მეშვეობითაც პირი ექვემდებარება უარყოფით, მტკივნეულ ან სხვაგვარად შემაშფოთებელ შეგრძნებას, რომელიც არის გარკვეულისტიმული და დაკავშირებულია მათ სექსუალურ ორიენტაციასთან ან/და გენდერულ იდენტობასთან.
სამედიცინო პრაქტიკა
დაფუძნებულია აქსიომაზე, რომ სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის მრავალფეროვნება არის თანდაყოლილი ბიოლოგიური დისფუნქცია. ისინი ეყრდნობიან ფარმაცევტული მიდგომებს, როგორიცაა მედიკამენტური ან ჰორმონალური ან სტეროიდული თერაპია. ირანის ისლამური რესპუბლიკაში, პირები, რომლებიც გარდაუვლად ვერ ახერხებენ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის „გადაქცევას/შეცვლას“, ხშირად ექცევიან ზეწოლის ქვეშ, რომ გაიარონ „ სქესის დამადასტურებელი“ ოპერაცია, რომელიც თითქოს და ანეიტრალებს მათ ორიენტაციას. რეალურად კი ეს კვლავ აქცევს მათ საზოგადოების ჰეტერონორმატიულ საზღვრებში.
რწმენაზე დაფუძნებული ინტერვენციები
ინტერვენციები რომლებიც მოქმედებენ იმ წინამძღვრებით, რომ არის რაღაც არსებითი ბოროტება სექსუალური ორიენტაცისა და გენდერული იდენტობების მრავალფეროვნებაში. მსხვერპლები, როგორც წესი, წარედგინებიან სულიერი მრჩეველებს და ექვემდებარებიან ჩამოყალიბებულ პროგრამას მათი „მდგომარეობის“ დასაძლევად. ასეთი პროგრამები შეიძლება შეიცავდეს მაგალითად გეი მამაკაცის საწინააღმდეგოდ შეურაცხყოფას, ცემას, ბორკილების დადებასა და საჭმლის ჩამორთმევას. ყოველივე ზემოთხსენებული ქმედება კი ხშირად გაერთიანებულია ეგზორციზმთან.
საბოლოო ჯამში ცხადი ხდება ზემოთხსენებული ფაქტებით, რომ საზოგადოება ყველა ფორმას იპოვნის იმისათვის, რომ მისგან განსხვავებულში სიცოცხლე ჩაკლას. აიძულებს „გარდაიქმნას“ და იარსებოს ისეთმა, როგორიც საზოგადოებას სურს. „კონვერსიული თერაპია“ ირიბად თუ პირდაპირ სამწუხაროდ, ალბათ, საქართველოშიც ხშირად ხდება და ვიმედოვნებ აღნიშნული პრაქტიკები დღითიდღე ნაკლებზიანის მომტანი გახდება LGBTQ თემისათვის.