დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, “ქვიარ ასოციაცია- თემიდა“, სამუშაოს მაძიებელ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს. საკონსულტაციო შეხვედრები მიზნად ისახავს, სამუშაოს მაძიებელ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობებზე, მათ შრომით უფლებებზე, ხელი შეუწყოს იმ უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებაში, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას. ასევე, დაინტერესებულ პირებს, შეეძლებათ მიიღონ პროფესიული კონსულტირების და კარიერის დაგეგმვის ინდივიდუალური მომსახურება.
აღნიშნული სერვისი განკუთვნილია ტრანს და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირთათვის.
ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები იმართება თვეში ერთხელ. შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: სარეგისტრაციო ფორმა