მესიჯი:  ტრანს* ადამიანები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ცისგენდერი ადამიანები, მსგავსი ღირებულებებით: ბედნიერება, თვითრეალიზაცია, უსაფრთხოდ ყოფნის სურვილი. დიახ, მათ აქვთ განსხვავებული გამოცდილება, თუმცა ეს არ წარმოაჩენს მათ განსხვავებულად გლობალურ კონტექსტში.



სლოგანი: ჩვენ თანასწორნი ვართ




საკომუნიკაციო არხები: Tik-Tok, Instagram

“ქვიარ ასოციაცია – თემიდამ” შექმნა კამპანია ტრანს ადამიანების პოზიტიური ხილვადობისათვის.

კამპანია დაფინანსებულია პროექტის “ტრანს* რუკა” (Trans* Map in EECA) ის ფარგლებში  ECOM -ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების ევრაზიული კოალიციის მიერ.

კამპანიის დაგეგმვისთვის ECOM-მა  ჩაატარა ფოკუს-ჯგუფ დისკუსიების სერია 2021 წლის მაისიდან ივლისის ჩათვლით ორი სამიზნე ჯგუფის მონაწილეობით, რომელიც შედგებოდა უკრაინის, რუსეთის, ყირგიზეთის, საქართველოსა და სომხეთის  18-დან 30 წლამდე, მსხვილ ქალაქებში მცხოვრები ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მქონე ქალებისგან, რომლებიც იღებდნენ ან მიღებული ჰქონდათ უმაღლესი განათლება  და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ნეიტრალურად იყვნენ განწყობილნი. ფოკუს ჯგუფ დისკუსიების მეშვეობით ECOM-მა შეაგროვა ინფორმაცია, რომელსაც დაეფუძნა  მედია კამპანიის საკვანძო გზავნილი (მესიჯის)  საზოგადოებაში ტრანსგენდერობის მიმღებლობის გასაზრდელად.

საქართველოში “თემიდამ” შეიმუშავა შესაბამისი კამპანია ორი პლატფორმისათვის.

ნახეთ კამპანიის TikTok არხი