ქვიარ ასოციაცია-თემიდა” აცხადებს ტენდერს, სოციალური მედია კამპანიისთვის განკუთვნილი,  მოკლე ვიდეო რგოლების შესაქმნელად.

ორგანიზაციის შესახებ:“თემიდა” ქვიარ-აქტივისტური,  ტრანს სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და  იბრძვის ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის.

 

შერჩეულმა კანდიდატმა, პროექტის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად უნდა დაგეგმოს, გადაიღოს და დაამონტაჟოს სოციალური კამპანიის  5 ვიდეო რგოლი (1-3 წუთამდე ხანგრძლივობის);

ვიდეო რგოლები განთავსდება სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე: Facebook/Instagram/TikTok.

მოთხოვნები:

  • ვიდეო  მასალის მომზადებისა და მონტაჟის უნარები;
  • მსგავსი ტიპის (სოც.მედია პლატფორმებისათვის განკუთვნილი) ვიდეო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • შესასრულებელი საქმიანობის დროულად შესრულება;
  • ფემინისტური და ლგბტქი+ საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

საქმიანობის ჯამური ანაზღაურება: 600 დოლარის ექვივალენტი ლარში (დარიცხული)

საქმიანობის ხანგრძლივობა: 1 თვე

ხანგრძლივობა: 15 ივლისი – 15 აგვისტო

* კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად მომუშავე პროფესიონალებს.

მოგვაწოდეთ თქვენი საქმიანობის ამსახველი პორტფოლიო ან მასალები და თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე temida.club@gmail.com (Subject: App media campaign)

საქმიანობა ხორციელდება პროექტის Trans* Map in EECA ფარგლებში.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 11 ივლისი, 23:59 საათი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.