🌟 “თემიდა”აცხადებს ვაკანსიას:  იურისტის (ადვოკატის ლიცენზიით) პოზიციაზე 🌟

საინტერესო შესაძლებლობა  იურისტებისათვის, რომლებსაც აქვთ მოტივაცია  და სურთ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ თანასწორობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების ადვოკატირებაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
1. ანტი-ლგბტ კანონმდებლობის შეფასება: ანტი-ლგბტ კანონმდებლობის საფუძვლიანი შეფასებების ჩატარება ეფექტური სამართლებრივი რეაგირებისა და ადვოკატირების სტრატეგის შექმნისათვის.

2. ორგანიზაციული წესდებების შექმნა/განახლება: წესდებების შექმნა და სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა მათი რეგისტრაციისათვის (2-3 დოკუმენტი).

4. ორგანიზაციის თანამშრომელთა წარმომადგენლობა: საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ორგანიზაციის წევრების იურიდიული წარმომადგენლობა პოლიციასა და სასამართლოში. ორგანიზაციაში ამჟამად მუშაობს რვა ადამიანი.

5.  სამართლებრივი მხარდაჭერა პარალეგალებისთვის:  თქვენ უნდა აღმოუჩინოთ მხარდაჭერა პარალეგალს, რომ მან მოახერხოს თემის წევრების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში  მათი გადამისამართება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების უფასო სამართლებრივ სერვისებში.

6. სათემო შეხვედრების ორგანიზაცია: მინიმუმ ოთხი სათემო შეხვედრა წევრებისთვის, რათა გაერკვნენ სამართლებრივ საკითხებში:  ახალი რეგრესიულ კანონმდებლობა, არსებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონება და სიძულვილით მოტვირებული დანაშაულები.

7.საინფორმაციო პოსტერების შექმნაში მონაწილეობა: შესაბამის ჯგუფთან ერთად სამართლებრივ საკითხებზე პოსტერების ტექსტის შექმნაში მონაწილეობა (მინიმუმ 8 პოსტერი).

8. კონტრაქტების გადახედვა:  კონტრაქტების მომზადებაში მონაწილეობა (თვეში 10-12 კონტრაქტი).

საჭირო კვალიფიკაცია:

– კვალიფიციური იურისტი, რომელსაც აქვს საადვოკატო საქმიანობის მოქმედი ლიცენზია.
– გამოცდილება ორგანიზაციული საქმიანობის, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების ადვოკატირების სფეროში.
– ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები.
– მრავალფეროვან გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი.
– სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და კომერციული ორგანიზაციების დებულებებში მუშაობის გამოცდილება.
– შესაბამისი  კვლევისა და ადვოკატირების ინსტრუმენტების ცოდნა.

სამუშაო პირობებთან დაკავშირებული დამატებითი იფნორმაცია:

  • კონტრაქტის ხანგრძლივობა – 3 თვე
  • სერვისის გაწევის საფასური – 3000 ათასი ლარი თვეში (დარიცხული)
  • სამუშაო დრო: 32 სამუშაო საათი კვირაში
  • სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (საოფისე/დისტანციური);

თუ მოწადინებული ხართ თქვენი პროფესიონალიზმი პოზიტიური ცვლილებებისათვის გამოიყენოთ  გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თქვენი შესაბამისი გამოცდილება და რატომ ხართ ამ თანამდებობისთვის იდეალური კანდიდატი ამ ელექტრონულ მისამართზე temida.club@gmail.com . განცხადების შემოტანის ბოლი ვადაა 10 ივლისი.

შემოგვიერთდით ჩვენს მისიაში, შევქმნათ უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება ყველასთვის.