„ქვიარ ასოციაცია – თემიდას“ იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია ტრანს და ქვიარ თემების გაძლიერება დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების გზით, მათ შორის სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარების თვალსაზრისით.
თუ გსურს დასქამდე შეავსე სარეგისტრაციო ფორმა
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ დასაქმებისთვის ისეთ მნიშვნელოვან სერვისებს როგორიცაა:
- დასაქმების კონსულტანტის მხარდაჭერა დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით (მათ შორის CV/რეზიუმეს შემუშავება, სამოტივაციო წერილის მომზადება, პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრების პროცესისთვის მომზადება და მენტორინგი)
- კარიერული კონსულტირების 3 სესია, რომელიც საშუალებას მისცემს პროგრამის მონაწილეს მოახდინოს მისი შესაძლებლობების და ინტერესების იდენტიფიცირება ეფექტურად დასაქმებისთვის და კარიერის კონსულტანტის დახმარებით შეიმუშავოს დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი განვითარების ინდივიდუალური გეგმა;
- კარიერის კონსულტანტის დახმარებით შემუშავებული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად სასწავლო ან/და სხვა აქტივობების სერვისის მიწოდება
- პოტენციურ დამსაქმებლების მოძიება და პროგრამის მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობა
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.