დასახელება: ტრანს და არაბინალური ადამიანების გამოწვევები დასაქმების ადგილზე დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში ვადები: 08.2022-12.2022
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანს თემის გაძლიერებას და მათ წინაშე არსებული, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე – დასაქმების პრობლემის მოგვარებას. აღნიშნული მიმართულებით, დასაქმებისა და შრომითი უფლებების შესახებ აუმაღლოს ინფორმირებულობა უშუალოდ თემის წევრებს, შექმნას დოკუმენტი, რომელიც ტრანს და არაბინარული იდენტობის მქონე პირთათვის დასაქმებისა და შრომითი უფლებების ადვოკატირებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ასევე ტრანსგენდერ ქალებსა და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებაში.