დასახელება: ,,Trans* Map in EECA’’
დონორი: ECOM (The Eurasian Coalition on Health, Rights, Gender and Sexual Diversity) / Elton John AIDS Foundation (EJAF)
ვადები: 2020-2023
პროექტის მიზნები: აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში ტრანს* ადამიანებისთვის აივ სერვისების გაფართოება და გაძლიერება თემის მობილიზებისა და ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზით.
პროექტის ამოცანები:
ამოცანა N1: მოიცავს ადვოკაციის ნაციონალურ გეგმასა და ლიდერთა სკოლის ტრენინგებს, საინფორმაციო კამპანიებს, ჯანდაცვის ექსპერტებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა სენსიტიზაციას;
ამოცანა N2: ტრანს* ადამიანების შესახებ სტრატეგიული ინფორმაციის შეგროვება;
სტრატეგია გულისხმობს უნიკალური კვლევის ჩატარებას ტრანს* ადამიანებში: პოპულაციის ზომის შეფასებას რეგიონის ორ ქალაქში, აივ პრევალენტობის შეფასებას, ტრანს* მასკულინური და არაბინარული ადამიანების საჭიროებების შეფასებას.
ამოცანა N3: ტრანს* თემის მონაწილეობა და ჩართულობა აივ-ის ეროვნულ პროგრამებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც მოიცავს აივ-თან დაკავშირებით საკოორდინაციო ორგანოებში ტრანს* თემის წარმომადგენლების გადამზადებასა და მხარდაჭერას, ტრანსი* ადამიანებისთვის აივ/შიდსის ყოვლისმომცველი პაკეტის შემუშავებას, ტრანს* კომპეტენტურ სერვისებს, ადვოკაციას ტრანსი* ადამიანების აივ-ის ეროვნულ სტრატეგიაში ჩასართავად.
პროექტის ბენეფიციარები: ტრანსგენდერი ადამიანები (ტრანსგენდერი ქალები, ტრანსგენდერი კაცები, არაბინარული ადამიანები), ჯანდაცვის ექსპერტები, გადაწყვეტილების მიმღები პირები.