2020 წელი COVID-19-ის პანდემიის გამო მძიმე აღმოჩნდა. სოციალური და ეკონომიკური
პრობლემები, უმუშევრობა, უსახლკარობა, ჯანმრთელობის პრობლემები, გადაადგილებისა და სოციალური კონტაქტების შეზღუდვა მძიმედ აისახა ტრანს ადამიანების ცხოვრებაზე.
„თემიდა“ მიმდინარე წელს ცდილობდა თემისთვის პანდემიიდან მომდინარე ზიანის შემცირებას. ჩვენ პერმანენტულად ვიკვლევდით თემის საჭიროებების და ვამობილიზებდით რესურსებს ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
თუმცა მწირი რესურსებით ვერცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ შეძლებს სახელმწიფოს როლის ჩანაცვლებას, გამოიკვეთა სახელმწიფო სერვისების და ანტიკრიზისული ქმედებების სიმცირე. ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა სერვისების და საკითხების ადვოკატირებას სახელმწიფოსთან, პარტნიორებთან და დონორებთან.