“მოგესალმებით,
თემიდას 2021 წლის წლიური ანგარიშის მკითხველებო!
ამ წელს განსაკუთრებული გამოწვევები გვქონდა სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებებით. მარგინალიზირებული ჯგუფების, განსაკუთრებით ლგბტ+ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლა მოითხოვს ჩვენს შრომას, მოთმინებასა და რწმენას უკეთესი მომავლისაკენ.
წინამდებარე ანგარიში ასახავს თემიდას მიერ გაწეულ შრომას და იძლევა ინფორმაციას ორგანიზაციის 2021 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე.
თემიდას გუნდმა ეფექტურად განახორციელა ადვოკაციისა და ფონდების მოძიების სტრატეგიული გეგმები და მთელ რიგ ხელშესახებ ცვლილებებს მიაღწია ტრანს* და სხვა ლგბქ ადამიანებისათვის.
ამასთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მოიცავდა კოვიდ-19 (COVID-19)- ის პანდემიასთან გამკლავების სტრატეგიებს. პანდემიამ, 2020 წლიდან მოწყვლად ჯგუფები მრავალი გამოწვევების წინაშე დააყენა (ჯანდაცვა, უფლებები, ეკონომიკა და სხ.) და გავლენა იქონია მათ გარემოზე, შემოსავალზე, ჯანმრთელობასა და საცხოვრისზე.
ორგანიზაციამ შეძლო არაერთი ტრანს ადამიანის გაძლიერება, მათი უნარების განვითარებისა და დასაქმების გზით. „თემიდა“ ეხმარებოდა მოხალისეებს, დამოუკიდებელ ჯგუფებსა და აქტივისტებს საქმიანობების დაგეგმვაში და უზრუნველყოფდა მათ სხვადასხვა რესურსებით.
განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ადმინისტრაციულ შტატს, მათი მოქნილობისათვის და პროექტების სამაგალითო მართვისთვის. ასევე უღრმესი მადლობა ჩვენს დონორებს და პარტნიორ ორგანიზაციებს, მათი ჩართულობის და მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით ჩვენი 2021 წლის მიზნების მიღწევას.
სამყარო იცვლება, ჩვენ კი მას უკეთესობისკენ ვცვლით.
ტონი სარასფატი
აღმასრულებელი დირექტორი
ქვიარ ასოციაცია – თემიდა
ქვიარ ასოციაცია – თემიდას 2021 წლის ანგარიშის სრულად ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: თემიდა-წლიური-ანგარიში-2021