არასამთავრობო ორგანიზაცია “ქვიარ ასოციაცია – თემიდა” ქვიარ-აქტივისტური, ტრანს სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და  იბრძვის ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის. ორგანიზაცია 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს  ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სერვისების ადვოკატირებისა და  გაუმჯობესებისათვის.  ორგანიზაცია ტრანს ბინარულ, არაბინარულ და ქვიარ ადამიანებს სთავაზობს დროებითი საცხოვრისის, სოციალური მუშაკის, გენდერის აფირმაციული პროცედურების,  პარაიურისტის, ფსიქოლოგის უფასო კონსულტაციებს. ასევე, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციის სერვისებს.

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას აუთრიჩ მუშაკის პოზიციაზე, ქ. ბათუმში

სამუშაო ადგილი: 1

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (დასაქმებული იმუშავებს ჰიბრიდულად,  ონლაინ და ოფლაინ)

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

მუშაობის დაწყების პერიოდი: იანვარი, 2024

ანაზღაურება: 380 ლარი გადასახადების ჩათვლით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ადგილობრივ ტრანს თემის წევრებთან ურთიერთობის გამოცდილება, მათთან საკომუნიკაციო სივრცეების ცოდნა (როგორც ველზე, ასევე ონლაინ პლატფორმებზე)
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბენეფიციარების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება ველზე ან/და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით;
  • ბენეფიციარების კონსულტირება და პირველადი ტესტირება აივ ინფექცია/შიდსსა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე;
  • ბენეფიციარებისთვის მინიმალური პრევენციული პაკეტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირება (კონდომები, ლუბრიკანტები);
  • GLOVO-ს საკურიერო მომსახურების მეშვეობით, ბენეფიციარებისთვის საპრევენციო საშუალებების მიწოდება;
  • მონაცემთა ბაზის მუდმივი დამუშავება/განახლება, როგორც ორგანიზაციის ასევე, სახელმწიფო პორტალზე;
  • დასაქმებულისთვის გადაცემული პრევენციული საშუალებების მარაგების მართვა და ხელმძღვანელის მუდმივი ინფორმირება, არსებული მარაგებისა და საჭიროებების შესახებ;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება პროექტის კოორდინატორთან.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი მგრძნობელობა ლგბტქ+ თემის უფლებებისა და თემატიკის მიმართ
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი

 

უპირატესობა მიენიჭება  ტრანს თემის წევრებს, რომელთაც დასაქმების უფრო მეტი გამოწვევა გააჩნიათ

კონკურსის ეტაპები:

  • გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე
  • განცხადებების გადარჩევა
  • გასაუბრება

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 იანვარი, 2024 წელი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: temida.club@gmail.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „აუთრიჩ მუშაკი – ბათუმი“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელთა მიერ მოწოდებული დოკუმენტები დააკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ: 

ა(ა)იპ „ქვიარ ასოციაცია – თემიდა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერთიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქამებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.