ქვიარ ასოციაცია – თემიდა აცხადებს ვაკანსიას აქტივისტური ბანაკის ორგანიზატორის პოზიციაზე.
“თემიდა” ქვიარ-აქტივისტური, ტრანს სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის.
ოთხდღიანი ტრანს* აქტივისტური ბანაკი ეფუძნება უსაფრთხო სივრცის კონცეფციას და მისი მიზანია შექმნას სივრცე ცოდნების გაზიარებისა და ოცნებებისთვის.
თუკი გაქვს გამოცდილება ახალგაზრუდლი ან აქტივისტური ბანაკის ორგანიზებისა შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
აქტივობა ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით.
მოვალეობები:
კოორდინაცია:
- ბანაკის განხორციელების დეტლური გეგმის შედგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს ბანაკის დეტალურ პროგრამას, განრიგს და ა.შ.
- კომუნიკაცია ბანაკის მომხსენებლებთან და მოხალისეებთან
რეგისტრაცია და ბანაკის მონაწილეთა შეჩევა
- ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შექმნა მონაწილეთა მოტივაციისა და საჭიროებების მითთებით.
- ეფექტური კომუნიკაცია ბანაკის შერჩეულ მონაწილეებთან ბანაკის დეტალების შესახებ.
პროგრამისა და აქტივობების დაგეგმვა
- ვორქშოფების, სემინარების, დისკუსიების, დალხენის პრაქტიკების (healing) დაგეგმვა ბანაკის მონაწილეთა ინტერესებისა და საჭირებების შესაბამისად.
- ფასილიტატორების და მომხსენებლებლების შერჩევა პროექტის მენეჯერთან ერთად
უსაფრთხოება და ჯანმრთელობა
- ბანაკის შინაგანაწესის შემუშავება და გაცნობა მონაწილეთათვის
- მუდმივი კომუნიკაცია ბანაკის მონაწილეებთან ნებისმიერ დისკომფორტთან დაკავშირებით (შევიწროვება, მისგენდერინგი და სხვ.)
ხელმისაწვდომობა და კვება
- დარწმუნდეს, რომ ბანაკის ტერიტორია ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
- შეაგროვოს ინფორმაცია მონაწილეებისგან მათი დიეტური საჭიროებების შესახებ რეგისტრაციის პროცესში.
ლოჯისტიკა:
- დასწრების ფორმების წარმოება ბანაკის ოთხივე დღეზე
- ვორქშოფებისა და სემინარებისთვის საჭირო მასალების შესყიდვის და ტრანსპორტრების კოორდინაცია.
სოციალური და ნეთვორქინგის ღონისძიებების ორგანიზება.
- იმგვარი სოციალური ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილეთა სოციალიზაციასა და დამეგობრებას.
დოკუმენტირება და შეფასება
- ბანაკის დოკუმენტირება: ფოტოების, ვიდეოების და წერილობითი უკუკავშირის ფორმების საშუალებით.
- მონაწილეთა კმაყოფილებისა და უკუკავშირის ფორმების შექმნა და ანალიზი მომავალი ბანაკების გაუმჯობესებისათვის.
- მონაწილეთათვის ბანაკის მასალების გადაგზავნის უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
- ტრანს და ქვიარ საკითხების ცოდნა და მგრძნობელობა.
- მსგავსი ბანაკების ან ვორქშოფების ორგანიზების გამოცდილება
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია
- დროის მენეჯმენტის, ორგანიზებისა და დაგეგმვის კარგი უნარ-ჩვევები.
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარები
გაწეული შრომის ანაზღაურება შეადგენს 1250 ლარს (დარიცხვით)
სამუშაოს გაწევის პერიოდი: სექტემბერი-ოქტომბერი, 2023 წელი
დასაქმების მსურველებმა ელ. ფოსტის მისამართზე temida.info@gmail.com უნდა გამოაგზავნონ:
- რეზიუმე
- სამოტივაციო წერილი
- რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 3 სექტემბერი 23:59 საათი