„თემიდა“ აცხადებს ვაკანსიას HR მრჩეველის პოზიციაზე.
ორგანიზაციის შესახებ: “თემიდა” ქვიარ-აქტივისტური, ტრანს სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის.
რისი კეთება მოგიწევს:
- დასაქმების ვორქშოფების ორგანიზება
- ბიზნესებისთვის სენსიტიზაციის ვორქშოფების ორგანიზება
- დასაქმების ფორუმებზე ორგანიზაციის წარდგენა
- ბენეფიციართა დასაქმების საჭიროების შეფასება, CV-ების გამართვა, მათი გასაუბრებებისათვის მომზადება, ქეის მენეჯმეტი
- „მეგობრული ბიზნესების“ ბაზის წარმოება
- ორგანიზაციის HR პროცესებში მონაწილეობა
- თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის: ხელშეკრულებები, ბრძანებები, ცვლილებების და სხვა სახის ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფა, მართვა და მონიტორინგი
- აღმასრულებელ დირექტორთან, გამგეობასთან, პროექტის მენეჯერებთან და თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა ადმინისტრაციულ ნაწილში.
ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროებში
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
- გუნდურობა
- ორგანიზებულობა
- განვითარებაზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
კონტრაქტის ხანგრძლივობა: ერთი წელი (სამთვიანი გამოსაცდელი ვადით)
ანაზღაურება: 2000 ლარი გამოცდილების მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: 32 სამუშაო საათი კვირაში
განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:
დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
*რეზიუმე
**სარეკომენდაციო წერილი
***სამოტივაციო წერილი
დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: temida.info@gmail.com
გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ – HR მრჩეველი.
კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. “თემიდა” დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 აგვისტო, 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ WhatsApp -ით: +995 598 377 667