ქვიარ ასოციაცია – თემიდა აცხადებს ვაკანსიას დიასახლისი/ჰოსთესის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • დროებითი საცხოვრისის სივრცის დალაგება სტანდარტების შესაბამისად
  • სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
  • საცხოვრისის სერვისის მიმღებთათვის საკვების მომზადება დღეში 3-ჯერ
  • გადაუდებელ შემთხვევბში საცხოვრისის მენეჯერთან კოორდინირება/სასწრაფოს დახმარების გამოძახება/ბენეფიციარისთვის პირველადი მედიკამენტების მიწოდება

სამუშაო პირობებთან დაკავშირებული დამატებითი იფნორმაცია:

  • გრაფიკი: კვირაში 2 დღე (09:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე)
  • სამუშაოს დაწყების თარიღი: 12 სექტემბერი
  • ანაზღაურება: 842,86 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
  • სამუშაო დღის დასრულებისას თანამშრომლის სახლამდე მგზავრობას უზრუნველყოფს ორგანიზაცია

საჭირო კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა, დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი
  • კონფლიქტების მართვის უნარი.
  • ლგბტქ უფბლებებისადმი მაღალი მგრძნობელობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

კონკურსის ეტაპები: 

  • განცხადებების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: temida.shelter@gmail.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 სექტემბერი