“ქვიარ ასოციაცია – თემიდა” აცხადებს ვაკანსიასკომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

კომუნიკაციების სპეციალისტის ფუნქცია და მოვალეობები:

– ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელება;

– ორგანიზაციის სოციალური მედიის გვერდების მართვა /ანალიზი (Facebook, Instagram, Twitter, Linkedin, TikTok);

– ვებგვერდის მართვა და ანალიზი;

– ღონისძიებების მენეჯმენტი (პრესკონფერენცია, კონფერენციები, პრეზენტაცია, ფორუმები და სხვა);

– მედიასთან ურთიერთობა;

– კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა/კონტენტის ვიზუალიზაცია;

– ორგანიზაციის კვარტალური საქმიანობის ნიუსლეთერების მომზადება;

– ვებკონტენტის ტექსტების რედაქტირება;

– პროექტებით გათვალისიწინებული კამპანიების დაგეგმვა/აქტივობების განხორციელება;

– მასალების (ფლაერები, ბროშურები, ინფოგრაფიკები) შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობა და დიზაინერთან – ერთად მისი გრაფიკული ვიზუალის მომზადების უზრუნველყოფა;

– პუბლიკაციების და სხვა საკომუნიკაციო მასალების ბეჭდვა და სტამბასთან ურთიერთობა.

 

კანდიდატმა სასურველია დააკმაყოფილოს მოთხოვნები: 

  • განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის (ან მათთან დაკავშირებული რელევანტური) მიმართულებით – ვაკანსია ღიაა ამ მიმართულების სტუდენტებისთვისაც;
  • მედია საშუალებებთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა .
  • პრიორიტეტი მიენიჭება განსაკუთრებულად ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფების წევრებს, ქვიარ, არაბინარულ და ტრანს ადამიანებს.

ორგანიზაცია სამთვიანი გამოსაცდელი ვადის ფარგლებში შეჩეულ კანდიდატს  დაუფინანსებს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ასეთის საჭიროების შემთხვევაში (გრაფიკული დიზაინი, სოციალური ქსელების მართვა, ქოფირაითინგის, ინგლისური ენის კურსი ან სხვა კურსი საჭიროებისამებრ)

 

უნარები:

–  სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა;

– ანალიტიკური აზროვნება;

– ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;

– შემოქმედებითობა;

– განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;

– გუნდური მუშაობის უნარი.

 

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე

ანაზღაურება: 1000 ლარი თვეში (კვირაში 32 სამუშაო საათი – ჰიბრიდული)

+ გავლილი კურსების საფასური

 

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

 

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

*რეზიუმე

**სამოტივაციო წერილი ან თქვენს მიერ შექმნილი მედიაპროდუქტი

*** სარეკომენდაციო წერილი

 

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: temida.info@gmail.com

 

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ – კომუნიკაციების სპეციალისტი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. “თემიდა” დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

 

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო, 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ WhatsApp -ით: +995 598 377 667