“ქვიარ ასოციაცია-თემიდა” აცხადებს ვაკანსიას მკვლევარის პოზიციაზე.
საქმიანობის შესახებ:
“ქვიარ ასოციაცია-თემიდა” წარმოადგენს ტრანს* სათემო ორგანიზაციას, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის.
ტრანს* სპეციფიური ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირება თემიდას საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.
ამჟამად, ორგანიზაცია მუშაობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების (SRHR) ჭრილში, ტრანს* თემის საჭიროებების მოკვლევასა და შესაბამისი აქტივობების, საადვოკაციო პროცესებისა და სერვისების დაგეგმვაზე.
წინამდებარე კვლევის მიზანია შეისწავლოს ტრანს* თემის წევრებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების (SRHR) კუთხით არსებული საჭიროებები და გამოწვევები.
მოთხოვნები:
-
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების (SRHR) გარშემო არსებულ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
-
კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
-
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
-
ლგბტქ+ საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა
მოვალეობები:
-
კვლევის რედაქტორთან თანამშრომლობით თვისებრივი კვლევის დაგეგმვა;
-
საკვლევი ინსტრუმენტის შემუშავება;
-
კვლევის შედეგების ანალიზის მომზადება;
-
დასკვნისა და შესაბამისი რეკომენდაციების/საუკეთესო პრაქტიკების შემუშავება;
-
შესასრულებელი საქმიანობის დროულად შესრულება;
ჯამური ანაზღაურება: 1000 ევრო (დარიცხული)
საქმიანობის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი – 20 ნოემბერი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ლიკა გულბანი – ტელ: 557758152; ელ.ფოსტა: lika.gulbani1@gmail.com
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 30 აგვისტო