“ქვიარ ასოციაცია – თემიდა” იწვევს ექსპერტებს თანასწორ-განმანათლებელთა ტრენინგ კურსის მოდულის შესაქმნელად.

თანასწორ-განმანათლებელთა ტრენინგ კურსი განკუთვნილი უნდა იყოს ტრანს* თემის წევრებისთვის და სთავაზობდეს მათ ყოვლისმომცველ ცოდნას ტრანს-სპეციფიკური ჯანდაცვის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე.

ტრენინგ კურსის მიზანია წაახალისოს და მხარი დაუჭიროს ტრანს* თემში მტკიცებულებებსა და საუკეთესო გამოცდილებებზე დაფუძნებული ცოდნის გავრცელებასა და მიმოცვლას.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 20 აპრილი.

კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმაში: https://forms.gle/oCtAyz6jkvWd42wP9

საქმიანობა ხორციელდება სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.