ქვიარ ასოციაცია-თემიდა” აცხადებს ტენდერს, სოციალური მედია კამპანიისთვის განკუთვნილი, მოკლე ვიდეო რგოლების შესაქმნელად.
საქმიანობის აღწერა:
კამპანიის “ღირსეული დასაქმება ჩვენი უფლებაა” მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, შრომის ბაზარზე ტრანს* და გენდერულად არაკონფორმული ადამიანებისათვის არსებულ გამოწვევებსა და ბარიერებზე, გაზარდოს ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს მათთვის ღირსეული შრომის პირობების, მათ შორის უსაფრთხო და დისკრიმინაციისაგან დაცლილი გარემოს შექმნას.
შერჩეულმა კანდიდატმა, პროექტის მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად უნდა დაგეგმოს, გადაიღოს და დაამონტაჟოს ზემოთ აღნიშნული კამპანიის 5 ვიდეო რგოლი (1-3 წუთამდე ხანგრძლივობის);
ვიდეო რგოლები განთავსდება სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე: Facebook/Instagram/TikTok.
მოთხოვნები:
- ვიდეო და აუდიო მასალის მომზადებისა და მონტაჟის უნარები;
- მსგავსი ტიპის (სოც.მედია პლატფორმებისათვის განკუთვნილი) ვიდეო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- შესასრულებელი საქმიანობის დროულად შესრულება;
- ფემინისტური და ლგბტქი+ საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
ანაზღაურება ცალკეული ვიდეოსთვის: 644 ლარი (დარიცხული)
ჯამური ანაზღაურება: 3 220 ლარი (დარიცხული)
საქმიანობის ხანგრძლივობა: 1 თვე
დაწყების დრო: 27 ივნისი
* აპლიკაციის შევსება შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად მომუშავე პროფესიონალებს.
საქმიანობა ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ლიკა გულბანი – ტელ: 557758152; ელ.ფოსტა: lika.gulbani1@gmail.com
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 24 ივნისი, 15:00 საათი.