გიზიარებთ ჟურნალ “ბიანკას” ციფრულ ვერსიას.

ჟურნალი “ბიანკა” წელს პირველად გამოიცა და მასში თემატურადაა თავმოყრილი ტრანს ავტორების ტექსტები. პირველი გამოცემის თემაა:  “სხეული: საშიშროება და შესაძლებლობა”. 

პუბლიკაცია თავს უყრის რამდენიმე ტრანსი ავტორის სხეულებრივ ნარატივებს, რომელთა შორისაც ბევრი მსგავსება, განსხვავება და ზოგჯერ წინააღმდეგობაც კი იკითხება. თუმცა, ყველა ეს ტექსტი, ცალკეულად თუ ერთმანეთის გვერდიგვერდ, გვიყვება იმ მეტამორფულ სხეულებზე, რომელთა არსებობაც ერთი შეხედვით მყარი, ნორმატიული სოციო-კულტურული წესრიგისთვის საშიშროებას ქმნის.

 

ჟურნალის სახელწოდება – “ბიანკა” უკავშირდება და ეძღვნება ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ხსოვნას, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა. ამ სახელწოდების გამოყენებით, ვცდილობთ მეხსიერებაში შემოვინახოთ არა მხოლოდ ბიანკას, არამედ ყველა იმ ტრანს* ადამიანის ხსოვნა და არსებობა, რომლებიც ნორმატიული გენდერული წესრიგისა და მასზე დაშენებული ძალადობრივი სისტემისთვის განსხეულებულ საშიშროებას წარმოადგენდნენ და სწორედ ამ სისტემის მსხვერპლად იქცნენ.

ციფრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ ლინკს: